ემილია პლატერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ემილია პლატერი (ლიეტ. Emilija Pliaterytė; დ. 13 ნოემბერი, 1806 — გ. 23 დეკემბერი, 1831) — გრაფინია და რევოლუციონერი პოლონეთ-ლიტვის დანაწილებული მიწებიდან.[1][2][3] გაიზარდა პატრიოტული ტრადიციით, იბრძოდა მცირე რაზმით 1830-1831 წლების პოლონეთის აჯანყებისას, მონაწილეობას იღებდა ბროლების დაგეგმვაში და პოლონელი ამბოხებულების ჯარებში კაპიტნის წოდება მიიღო. ამბოხის დასასრულს, ავად გახდა და გარდაიცვალა.
ემილია პლატერი | |
---|---|
Emilija Pliaterytė | |
დაბადების თარიღი | 13 ნოემბერი, 1806 |
დაბადების ადგილი | ვილნიუსი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 23 დეკემბერი, 1831 (25 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | იუსტიანოვო, პოლონეთის სამეფო |
სამხედრო სამსახურის წლები | 1830 |
წოდება | კაპიტანი |
ბრძოლები/ომები | პოლონეთის აჯანყება (1830-1831) |
კავშირი | პოლონელი აჯანყებულები |
მიუხედავად იმისა, რომ მას მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია, მისი ამბავი საზოგადოებისთვის ფართოდ გახდა ცნობილი და მრავალი მხატვრისა თუ მწერლის შთაგონების წყაროდ იქცა. ემილია პლატერი პოლონეთისა და ლიტვის ეროვნული გმირია, რომელიც პოლონელი ხელოვანებისა და ხალხისთვის სამშობლოსთვის მებრძოლი ქალის სიმბოლოა. მას ხშირად ლიტველ ჟანა დ’არკსაც კი უწოდებენ.[4]