From Wikipedia, the free encyclopedia
პოლონეთის აჯანყება (1830–1831) — ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყება მეფის რუსეთის წინააღმდეგ (1830 წ. 29 ნოემბერი — 1831 წ. ოქტომბერი).
აჯანყება დაიწყო პოლონეთის სამეფოში და გავრცელდა ლიტვაში, დასავლეთ ბელარუსსა და მარჯვენა ნაპირის უკრაინის ტერიტორიებზე. მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა შლიახტა იყო. აჯანყება დააჩქარა ცნობამ, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის გადაწყვეტილების შესახებ, გაეგზავნა პოლონეთის ჯარი საფრანგეთში რევოლუციური გამოსვლების ჩასახშობად. აჯანყების მომზადების ინიციატივა ხელში აიღო ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, რომელიც 1829 წელს ვარშავაში, პოლონელი ოფიცრების წრეში, პოდხორუნჟების სკოლაში შეიქმნა (ე. წ. „პოდხორუნჟების შეთქმულება“).
აჯანყება დაიწყო ვარშავაში. მას მხარი დაუჭირა ქალაქის მოსახლეობის სხვადასხვა ფენამ, მაგრამ აჯანყების ხელმძღვანელებს არ ჰქონდათ არც პროგრამა და არც ბრძოლის ნათელი გეგმა. ისარგებლეს რა „პოდხორუნჟების“ დაბნეულობითა და გამოუცდელობით, აჯანყების ხელმძღვანელობა ხელთ იგდეს არისტოკრატიის წარმომადგენლებმა ა. ჩარტიროსკის მეთაურობით. ისინი შეეცადნენ არ გაშლილიყო ფართო სახალხო მოძრაობა. არისტოკრატიის ამ პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა ე.წ. პატრიოტთა კლუბი, რომელიც ვარშავაში, აჯანყების დაწყების შემდეგ შეიქმნა.
1831 წლის იანვარში, ხალხის გამოსვლამ, რომელიც წარიმართა პოლონელი და რუსი ხალხების ურთიერთკავშირის ლოზუნგით — „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის!“, აიძულა სეიმი მიეღო რევოლუციური აქტი პოლონეთის ტახტიდან ნიკოლოზ I-ის ჩამოგდების შესახებ. 1831 წლის 25 იანვარს ნიკოლოზ I-ის ტახტიდან ჩამოგდებამ გარდაუვალი გახადა საომარი მოქმედება მეფის რუსეთის ჯარებთან. 1831 წლის 8 სექტემბერს რუსეთის არმიამ დაიკავა ვარშავა. მალე აჯანყებაც ჩაახშეს. პოლონეთის სამეფოს კონსტიტუცია (1815) გააუქმეს. აჯანყების მონაწილეები ციმბირში გადაასახლეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.