ემა
ჯეინ ოსტინის ნოველა / From Wikipedia, the free encyclopedia
ემა — ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის რომანი. წიგნში მოქმედება ხდება გამოგონილ სოფლებში, ჰაიბერსა და ჰარტფილდის, რენდელსისა და დონუელის სააბატოს მიმდებარე მამულებში და აღწერილია რამდენიმე ოჯახს შორის ურთიერთობა. რომანი პირველად 1815 წლის დეკემბერში გამოიცა, თუმცა წიგნის პირველი გვერდი 1816 წლითაა დათარიღებული. ისევე როგორც მის სხვა რომანებში, ჯეინ ოსტინი იკვლევს ინგლისელი კეთილშობილი ქალების საზრუნავსა და სირთულეებს.
„ემა“ | |
---|---|
| |
ავტორი | ჯეინ ოსტინი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | კლასიკური ნოველა |
გამომცემელი | john murray |
გამოცემის თარიღი | 1816(გამოიცა 1815 წლის 23 დეკემბერს, თუმცა წიგნის პირველი გვერდი დათარიღებულია 1816 წლით) |
წინამორბედი | მენსფილდ-პარკი |
მომდევნო | Northanger abbey |
სანამ ჯეინ ოსტინი რომანს დაიწყებდა, მან დაწერა: „მე ვაპირებ შევქმნა მთავარი გმირი, ქალი, რომელიც ჩემს გარდა არავის მოეწონება“. პირველ წინადადებაში, იგი წარმოაჩენს მთავარ პერსონაჟს, როგორც "ემა ვუდჰაუსი, ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი გოგონა, კეთილმოწყობილი სახლითა და ბედნიერი განწყობით. იცხოვრა თითქმის ოცდაერთი წელი სამყაროში, სადაც არასოდეს შეუწუხებია ტკივილსა და ფორიაქს." ემა განებივრებული, ჯიუტი და თვითკმაყოფილია; იგი გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ მაჭანკლობის შესაძლებლობებს და სხვა ადამიანების ცხოვრებაში ჩარევის საშიშროებას ვერ ხედავს.
ემა დაიწერა ოსტინის ჩაუტონში გადასვლის შემდეგ და სიცოცხლეში გამოშვებული ბოლო რომანია, ჯეინ ოსტინის ბოლო ნოველა კი არის „დარწმუნება“, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა.
რომანი ადაპტირებულია რამდენიმე ფილმისთვის, სატელევიზიო გადაცემისთვის და სასცენო პიესისთვის.