From Wikipedia, the free encyclopedia
ელსმირი — კანადის კუნძული. მდებარეობს ნუნავუტის ტერიტორის შემადგენლობაში. მიეკუთვნება კანადის არქტიკული არქიპელაგის შემადგენლობაში არსებულ დედოფალ ელისაბედის კუნძულების ჯგუფს. კუნძულის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს კოლუმბიის კონცხი. ელსმირის ფართობი შეადგენს 196,235 კმ²-ს, კუნძულს მსოფლიოში მეათე ხოლო კანადაში მესამე ადგილი უკავია ფართობის მხრივ. ელსმირზე მდებარეობს არქტიკული კორდილიერები, ეს მთები სწორედ ამ კუნძულიდან იწყება. ელსმირი სრუტეების მეშვეობითაა გამოყოფილი, მსოფლიოში ყველაზე დიდ კუნძულ გრენლანდიას. ელსმირის სანაპიროები ძირითადად ფიორდია.
კუნძულის 1/3 ყინულითაა დაფარული, დანარჩენ ნაწილზე ძირითადად ტუნდრაა გავრცელებული. კუნძული პირველად აღმოჩენილი იქნა 1616 წელს ინგლისელი მკვლევარის უილიამ ბაფინის მიერ. კუნძულის უდიდესი მთაა ბარბო 2616 მეტრი სიმაღლით.
2006 წლის აღწერის შედეგად აქ სახლობს 165 ადამიანი. კუნძულზე არის რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათგან აღსანიშნავია ალერტი (მოს. 5), ალერტი კანადის ყველაზე უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე დასახლებული პუნქტია, აქ აგრეთვე მდებარეობს ეურეკა (მოს. 0) და გირს-ფორდი (მოს.141). აქ აგრეთვე მდებარეობს ეურეკას აეროპორტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.