From Wikipedia, the free encyclopedia
დედოფალ ელისაბედის კუნძულები (ფრანგ. Îles de la Reine-Élisabeth) — კანადის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძულების ჯგუფი, რომლებიც მიეკუთვნება კანადის არქტიკულ არქიპელაგს. ეს კუნძულები შედის კანადის ორი ტერიტორიის ნუნავუტის და ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიების შემადგენლობაში.
არქიპელაგში შემავალი კუნძულების ფართობი შეადგენს 419,061 კმ²-ს. ამ ტერიტორიებს დედოფალ ელისაბედის სახელი ეწოდა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის პატივსაცემად, რომელიც 1953 წლიდან კანადის დედოფალიცაა. კუნძულები საკმაოდ უკაცრიელია, მიუხედავად ამისა აქ მოიპოვება ნავთობი.
ამ ტერიტორიაზე პირველად ევროპელებმა ფეხი 1616 წელს დადგეს, მათ აღმოაჩინეს სხვა კუნძულებიც. XIX საუკუნეში აქ მოეწყო ნორვეგიელთა ექსპედიცია. დედოფალ ელისაბედის კუნძულებში მრავლად შედის დიდი და მცირე კუნძულები, ისინი ძირითადად მუდმივი ყინულებითაა დაფარული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.