![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7f/Gobert%252C_workshop_of_-_%25C3%2589lisabeth_Charlotte_d%2527Orl%25C3%25A9ans_-_Versailles%252C_MV3690.jpg/640px-Gobert%252C_workshop_of_-_%25C3%2589lisabeth_Charlotte_d%2527Orl%25C3%25A9ans_-_Versailles%252C_MV3690.jpg&w=640&q=50)
ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი (ფრანგ. Élisabeth Charlotte d'Orléans; დ. 13 სექტემბერი, 1676, საფრანგეთი — გ. 23 დეკემბერი, 1744, ლოთარინგია) — ორლეანების დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ისა და მისი მეორე ცოლის, ჰერცოგინია ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელის ნაბოლარა ქალიშვილი. ატარებდა საფრანგეთის პატარა ქალიშვილის (ფრანგ. Petite-fille de France) წოდებას. 1698-1729 წლებში იყო ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგინია, როგორც ლეოპოლდ ლოთარინგიელის მეუღლე. აგრეთვე იყო ლოთარინგიის რეგენტი, კომერსის პრინცესა და მადმუაზელ დე შარტრი. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I-ის დედა.
სწრაფი ფაქტები ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი, ლოთარინგიის ჰერცოგინია ...
ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი | |
---|---|
Élisabeth Charlotte d'Orléans | |
![]() | |
ლოთარინგიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 13 ოქტომბერი, 1698 |
მმართ. დასასრული: | 27 მარტი, 1729 |
წინამორბედი: | ელეონორა მარია ავსტრიელი |
მემკვიდრე: | მარია ტერეზია ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 სექტემბერი, 1676 |
დაბ. ადგილი: | შატო დე სენ-კლოდი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 23 დეკემბერი, 1744, (68 წლის) |
გარდ. ადგილი: | შატო დე კომერსი, ლოთარინგია |
მეუღლე: | ლეოპოლდი, ლოთარინგიის ჰერცოგი |
შვილები: |
ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი ელიზაბეტ ტერეზა, სარდინიის დედოფალი შარლ ალექსანდრე |
დინასტია: | ორლეანები |
მამა: | ფილიპ I, ორლეანის ჰერცოგი |
დედა: | ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა