From Wikipedia, the free encyclopedia
გაბრიელა მიშელ ელა ჰენდერსონი (ინგლ. Gabriella Michelle Ella Henderson; დ. 12 იანვარი, 1996, ტეტნი, ლინკოლნშირი, ინგლისი) — ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. პოპულარობა მოიპოვა 2012 წელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო The X Factor UK-ის მეცხრე სეზონში. მალევე ხელი მოაწერა კონტრაქტს Syco Music-თან და 2014 წელს გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი, Chapter One. ნამუშევარმა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. მუსიკოსმა გამოუშვა სინგლი „Ghost", რომელიც ბრიტანეთის სინგლების ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა. ალბომიდან ასევე გამოვიდა ორი სინგლი „Glow" და „Yours". ჰენდერსონის მეორე სტუდიური ალბომი, Everything I Didn't Say, 2022 წელს გამოვიდა.
ელა ჰენდერსონი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | გაბრიელა მიშელ ელა ჰენდერსონი |
დაბ. თარიღი | 12 იანვარი, 1996 |
დაბ. ადგილი | Tetney[1] |
წარმოშობა | ტეტნი, ლინკოლნშირი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, ჰაუსი, სოული |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 2012 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | ellahenderson.co.uk |
ელა ჰენდერსონი ვიკისაწყობში |
სოლო კარიერის გარდა მუსიკოსმა გამოუშვა ისეთი კოლაბორაციული ნამუშევრები, როგორიცაა „Glitterball", „This Is Real", „Let's Go Home Together", Crazy What Love" და „21 Reasons“.
გაბრიელა მიშელ ჰენდერსონი დაიბადა 1996 წლის 12 იანვარს. გაიზარდა ორ ძმასთან და დასთან ერთად. გაბრიელამ სიმღერა სამი წლის ასაკში დაიწყო და რამდენიმე წლის შემდეგ თავად ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა. მისი ინტერესი მუსიკის მიმართ გაიზარდა გრიმსბის სენტ-მარტინსის მოსამზადებელ სკოლაში ყოფნის დროს.
2012 წლის დასაწყისში Channel 4-ის სერიალში „Come Dine with Me“ იმღერა მერაია კერის კომპოზიცია „All I Want for Christmas Is You".[2]
ჰენდერსონმა 2012 წელს მონაწილეობა მიიღო The X Factor-ში. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, ის მალე გამოეთიშა კონკურსს. 2012 წლის დეკემბერში გამოჩნდა ირლანდიის RTÉ-ის შაბათის ღამის შოუში. მალევე კონტრაქტი გააფორმა Sony Music Entertainment-თან. მან ასევე იმღერა Myleene Klass-ის შოუში „Heart FM“. 2013 წლის იანვარში ხელი მოაწერა კონტრაქტს Syco Music-თან.[3]
მუსიკოსის სადებიუტო სინგლი „Ghost" გამოვიდა 2014 წლის ივნისში და პირველ ადგილზე გავიდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში.[4][5] მისი სადებიუტო ალბომი, Chapter One გამოვიდა 2014 წლის ოქტომბერში.[6][7] ნამუშევარმა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა და მიიღო პლატინის სერტიფიკატი.[8] ამას მალევე მოჰყვა სინგლები „Glow", "Yous" და "Mirror Man".
იმავე წელს იმღერა Take That-ის ბრიტანულ ტურნეზე და დაიწყო თავისი ტურნე 2015 წელს. იმავე წელს ითანამშრომლა სიგმასთან და ჩაწერა სიმღერა „Glitterball". მალევე Kygo-სთან ერთად გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი „Here for You".[9] ორივე ნამუშევარმა კომერციულ წარმატებას მიაღწია და მოხვდა ჩარტებში.[10]
2016 წლის ნოემბერში მუსიკოსმა დააანონსა ახალი ალბომი. ჯეიმს არტურთან ტურნეს დროს შეასრულა ახალი სიმღერები ახალი ალბომიდან: „Ugly", „Cry Like a Woman", „Bones", „Solid Gold" და „Let's Go Home Together". "
2018 წლის თებერვალში ჰენდერსონი წამოვიდა Syco Music-დან.[11] 2019 წლის 13 სექტემბერს გამოუშვა სინგლი „Glorious". მან მალევე გამოუშვა ამავე სახელწოდების EP. ამას მოჰყვა კიდევ ერთი ნამუშევარი „Young" 11 ოქტომბერს. გარდა ამისა, ჯექს ჯონსთან ერთად გამოუშვა სინგლი „This Is Real". მალევე სიგალასთან ერთად ჩაწერა კომპოზიცია „We Got Love". ორივე კომპოზიცია მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში.[12]
2020 წლის ივნისში გამოუშვა სინგლი „Take Care of You", რომელმაც ბრიტანეთის სინგლების ჩარტში 50-ე ადგილი დაიკავა. მან გამოუშვა „Dream On Me" როჯერ სანჩესთან ერთად 2020 წლის ოქტომბერში, რასაც მოჰყვა საშობაო სიმღერა, სახელწოდებით „Blame It on the Mistletoe". 2021 წლის თებერვალში ტომ გრენანთან ერთად გამოუშვა კომპოზიცია „Let's Go Home Together", რომელიც ბრიტანეთის სინგლების ჩარტში მე-10 ადგილზე გავიდა.[12] 2022 წლის იანვარში გამოვიდა სინგლი „Brave", რომელიც წინ უძღოდა მუსიკოსის მეორე სტუდიურ ალბომს, Everything I Didn't Say. ალბომი გამოვიდა 2022 წლის მარტში და მერვე ადგილზე გავიდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში.
იმავე წელს მუსიკოსმა გამოუშვა კიდევ ერთი კოლაბორაციული ნამუშევარი „21 Reasons" ნათან დოუსთან ერთად.[13] 2023 წლის აგვისტოში გამოუშვა კოლაბორაციული სიმღერა გლოკენბახთან ერთად, სახელწოდებით „Lifeline".[14] 2024 წლის იანვარში, ჰენდერსონმა თავის TikTok-ზე დააანონსა სინგლი „Alibe“.[15]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.