ეიმერის შელფური მყინვარი — დიდი შელფური მყინვარი აღმოსავლეთ ანტარქტიდაში. მდებარეობს ლარს კრისტენსენისა და ინგრიდ კრისტენსენის მიწებს შორის. წარმოადგენს მაკ-რობერტსონის მიწის ნაწილს. სიგრძე 550 კმ, ფართობი დაახლოებით 60 ათ. კმ².[1] სიმაღლე 25–50 მ, ყინულის სისქე ცვალებადობს 200–800 მ ფარგლებში. ყინულის ძირითად მასას აწვდის ლამბერტის გამომყვანი მყინვარი. გიგანტური აისბერგების მოწყვეტის გამო ფართობი ცვალებადობს.[2]

სწრაფი ფაქტები ეიმერის შელფური მყინვარი ...
ეიმერის შელფური მყინვარი
Thumb
კოორდინატები: 69°45′ ს. გ. 71°00′ ა. გ.
ფართობი 60 ათ. კმ²
სიგრძე 550 კმ
Thumb
ეიმერის შელფური მყინვარი
დახურვა

1963 წლის ბოლოს ან 1964 წლის დასაწყისში ეიმერის შელფურ მყინვარს მოწყდა ვეებერთელა სწორზედაპირიანი აისბერგი, რომლის ფართობმა შეადგინა დაახლოებით 10 ათ. კმ².[3] ერთი წლის შემდეგ აისბერგი ორ ნაწილად დაიშალა. 2019 წელს მოწყდა აისბერგი D28, რომლის სისქე 210 მ, მასა 315 მლრდ. ტ,[4] ხოლო ფართობი 1636 კმ² იყო.[5] თანამგზავრული სურათებით გამოირკვა, რომ 2019 წელს მყინვარის ზედაპირიდან გაქრა 600–750 მლნ. მ³ მოცულობის მქონე ტბა, რომელშიც ზაფხულის თვეებში მდნარი წყალი გროვდებოდა.[6]

ეიმერის შელფური მყინვარი აღმოაჩინა ბრიტანეთ-ავსტრალია-ახალ ზელანდიურმა ექსპედიციამ (BANZARE) დაგლას მოუსონის ხელმძღვანელობით 1931 წელს. სახელი ეწოდა ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწის უილიამ ბენქს ეიმერის პატივსაცემად, რომელიც 1925–28 წლებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო ავსტრალიაში.[7]

1933 წელს მყინვარზე პრეტენზია ავსტრალიამ გამოაცხადა.[8] 1971–74 წლებში მყინვარის რაიონში საბჭოთა ანტარქტიდულმა ექსპედიციებმა შეასრულეს კომპლექსური გეოლოგიურ-გეოგრაფიული კვლევები, რისთვისაც მყინვარზე შეიქმნა დროებითი თანამეგობრობის სადგური.[9]

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.