From Wikipedia, the free encyclopedia
ეილინ უორნოსი (ინგლ. Aileen Wuornos; დ. 29 თებერვალი, 1956 — გ. 9 ოქტომბერი, 2002) — ამერიკელი სერიული მკვლელი. 1989-1990 წლებში ფლორიდის შტატში მოკლა 7 ადამიანი. უორნოსი ამტკიცებდა, რომ მეძავედ ყოფნისას, მისი მსხვერპლნი მის გაუპატიურებას ცდილობდნენ და შესაბამისად, ჩადენილი მკვლელობები სინამდვილეში იყო თავდაცვის მცდელობა. ჩადენილი დანაშაულებისთვის იგი დამნაშავედ სცნეს ყველა ეპიზოდის თანახმად და მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. განაჩენი აღასრულეს ფლორიდის შტატში; ეილინ უორნოსი დააკავეს 1991 წლის 9 იანვარს. გარდაიცვალა 2002 წლის 9 ოქტომბერს ფლორიდის შტატის ციხეში, სასიკვდილო ინიექციის შედეგად. მის შესახებ გადაღებულია ფილმი „მონსტრი“.
ეილინ უორნოსი | |
---|---|
ეილინ უორნოსი | |
ნამდვილი სახელი | ეილინ უორნოსი |
დაბ. თარიღი | 29 თებერვალი, 1956 |
დაბ. ადგილი | როჩესტერი, მიჩიგანი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი | 9 ოქტომბერი, 2002 |
გარდაცვალების ადგილი | ბრედფორდი, ფლორიდა, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
განაჩენი | სიკვდილით დასჯა |
მოტივი | ძარცვა |
დაიბადა 1956 წლის 29 თებერვალს,[1] როგორც ეილინ კეროლ პიტმენი. ეილინის დედა — დიანა უორნოსი გათხოვდა 15 წლის ასაკში ლეო დეილი პიტმენზე 1954 წლის 3 ივნისს. დაახლოებით 2 წლის შემდეგ, მანამ სანამ ეილინი დაიბადა, წყვილი ერთმანეთს გაშორდა. ეილინს ჰყავდა უფროსი ძმა სახელად კითი (დ. 1955 წლის თებერვალს). მშობელ მამას ეილინი არასოდეს არ შეხვედრილა, მეტიც, ლეო პიტმენი ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისათვის გაასამართლეს.[2] მიაჩნდათ, რომ იგი შიზოფრენიით იყო დაავადებული, ხოლო 1969 წელს მან ციხეში თავი მოიკლა.[3][4]
1960 წლის იანვარს, როდესაც ეილინს თითქმის 4 წელი შეუსრულდა, დიანამ შვილები ბებიასა და ბაბუას მიაბარა. 1960 წლის 18 მარტს მათ ეილინი და კითი იშვილეს. 11 წლის ასაკში სიგარეტების, ნარკოტიკებისა და საკვების სანაცვლოდ სკოლაში სექსუალურ კავშირს ამყარებდა. აგრეთვე, სექსუალურ ურთიერთობაში იმყოფებოდა საკუთარ ძმასთან.[2] ეილინი ამტკიცებდა, რომ პატარა ასაკში იგი საკუთარმა ბაბუამ გააუპატიურა. ბრალდებების თანახმად, ბაბუამისი მანამ სანამ ეილინს გააუპატურებდა, აიძულებდა მას ტანსაცმლის გახდას.[2]
1970 წელს 14 წლის ასაკში იგი დაფეხმძიმდა.[5] იმშობიარა მარტოხელა დედებისათვის განკუთვნილ სახლში და ახალშობილი მალევე მოამზადეს შვილად აყვანისათვის.[4] შვილის გაჩენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ეილინმა სკოლა მიატოვა.[2] ამავე პერიოდში გარდაეცვალა ბებია. მოგვიანებით სასამართლომ და-ძმა მფარველობის ქვეშ აიყვანა. როდესაც ეილინს 15 წელი შეუსრულდა ბაბუამ იგი სახლიდან გააგდო, რის შემდეგ ეილინი პროსტიტუციით დაკავდა.[4]
1976 წელს ეილინმა გაიცნო 69 წლის ბიზნესმენი, რომელთანაც იქორწინა. იმავე წლის 21 ივლისს ე.ი. დაქორწინებიდან 9 კვირის შემდეგ წყვილი ერთმანეთს გაშორდა. ამ პერიოდში არაერთხელ იყო დაპატიმრებული, ამასთანავე ძმაც გარდაეცვალა. 1986 წელს ქალაქ დაიტონ-ბიჩში ადგილობრივ გეი კლუბში ეილინმა გაიცნო ლესბოსელი სახელად ტირია მური, რომელთანაც ურთიერთობა დაამყარა და პროსტიტუციის გზით ნაშოვნ ფულს მასთან ერთად იყოფდა.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.