ევლია ჩელები
From Wikipedia, the free encyclopedia
ევლია ჩელები (ოსმ. اوليا چلبى, თურქ. Evliya Çelebi; დ. 25 მარტი, 1611, სტამბოლი — გ. 1683, სავარაუდოდ ეგვიპტე) — ოსმალი მწერალი, მემატიანე და მოგზაური.
სწრაფი ფაქტები ევლია ჩელები, დაბადების თარიღი ...
ევლია ჩელები | |
---|---|
ოსმ. اوليا چلبی | |
დაბადების თარიღი | 25 მარტი, 1611(1611-03-25)[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | სტამბოლი |
გარდაცვალების თარიღი | 1682[6] [2] [7] [3] [8] [9] |
გარდაცვალების ადგილი | კაირო |
საქმიანობა | მკვლევარი, ისტორიკოსი, მწერალი და მოგზაური |
ენა | ოსმალური ენა |
მოქალაქეობა | ოსმალეთის იმპერია |
Magnum opus | Seyahatname |
დახურვა
ევლია ჩელებიმ 40 წლის განმავლობაში იმოგზაურა ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა პროვინციაში, იყო აგრეთვე მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. მთელი თავისი მოგზაურობის განმავლობაში იგი საკმაოდ დეტალურად აღწერდა და ინიშნავდა შთაბეჭდილებებს სხვადასხვა ღირსახსოვარი მოვლენის, რეალიისა, თუ ადგილ-კუთხის შესახებ. მისი „სეიაჰათნამე“, ანუ „წიგნი მოგზაურობათა“ წარმოადგენს გვიანი XVII საუკუნის ოსმალური სამყაროს შესახებ არსებულ უმნიშვნელოვანეს ისტორიოგრაფიულ წყაროს.