From Wikipedia, the free encyclopedia
ევენკთა ავტონომიური ოკრუგი (რუს. Эвенкийский автономный округ, ევ. Эведы̄ Автономды̄ Округ; 1977 — 1 იანვარი, 2007), ევენკთა ნაციონალური ოკრუგი (რუს. Эвенкийский национальный округ; 10 დეკემბერი, 1930 — 1977) — რუსეთის ფედერაციის ყოფილი სუბიექტი, მდებარეობდა აღმოსავლეთ ციმბირში. ადმინისტრაციული ცენტრი იყო დაბა ტურა.
ევენკთა ავტონომიური ოკრუგი მდებარეობდა შუა ციმბირის ზეგანზე, ტყისა და ტყეტუნდრის ზონაში. საშუალო სიმაღლე 500-700 მ, შედარებით მაღალია პუტორანის მთები (1700 მ-მდე). არის ქვანახშირის , გრაფიტის, რკინისა და ისლანდიური შპატის საბადოები.ჰავა მკვეთრად კონტინენტურია, იცის ხანგრძლივი მკაცრი ზამთარი. მთავარი მდინარეებია მდინარე ენისეის შენაკადები: ქვემო ტონგუსკა და პოდკამენნაია-ტუნგუსკა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.