ედიფ ადივარ ჰალიდე
From Wikipedia, the free encyclopedia
ედიფ ადივარ ჰალიდე (თურქ. Halide Edip Adıvar; დ. 1884, სტამბოლი — გ. 9 იანვარი, 1964, იქვე) — არისტოკრატიული წარმოშობის თურქი მწერალი ქალი. კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიასა და ლიტერატურაში სტამბოლის, დელის, კალკუტის, კემბრიჯის, ოქსფორდისა და სორბონის უნივერსიტეტებში. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა რომანებით 1908 ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ. იზიარებდა „ახალგაზრდა თურქთა“ პანთურქისტულ იდეოლოგიას, რაც აისახა რომანში „ახალი თურანი“ (1912 წ.). რევოლუციური-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომლის უშუალო მონაწილეც იყო, ასახა რომანში „ცეცხლის პერანგი“, მოთხრობების კრებულში „მთაში წასული მგელი“ (ორივე 1922 წ.). 30-იანი წლებიდან რეაქციას მიემხრო.
სწრაფი ფაქტები ედიფ ადივარ ჰალიდე, დაბადების თარიღი ...
ედიფ ადივარ ჰალიდე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 ივნისი, 1884(1884-06-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბადების ადგილი | კონსტანტინოპოლი[8] [4] |
გარდაცვალების თარიღი | 9 იანვარი, 1964(1964-01-09)[9] [4] [6] [7] [10] (79 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სტამბოლი |
დასაფლავებულია | Merkezefendi Cemetery |
საქმიანობა | პოლიტიკოსი[4] , რომანისტი[4] , მწერალი[4] , უნივერსიტეტის პროფესორი[4] , სამხედრო და ჟურნალისტი |
მოქალაქეობა |
ოსმალეთის იმპერია[4] თურქეთი |
ალმა-მატერი | Üsküdar American Academy |
დახურვა