ედეიენ-მურზუქი
From Wikipedia, the free encyclopedia
ედეიენ-მურზუქი, იდეჰან-მურზუქი — ქვიშრობი უდაბნო სამხრეთ-დასავლეთ ლიბიაში, მოქცეულია ქვაბულში.[1] წარმოადგენს ერგს. ფართობი დაახლოებით 200 ათ. კმ². სიმაღლე 450-500 მ. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით არის დიუნები, რომელთა სიმაღლე აღწევს 300 მ-ს. მოკლებულია მცენარეულობას. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 10 მმ.[1] ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ განაპირა მხარეს გვხვდება იშვიათი ოაზისები და ფინიკის პალმები.[1] 1957 წლიდან წარმოებს ნავთობის ძიება. სულ აღმოჩენილია 11 ნავთობის საბადო, რომელთაგან 2 მიჩნეულია გიგანტური მარაგის მქონე საბადოდ. საერთო ჯამში ედეიენ-მურზუქის ტერიტორიაზე მოიპოვება 2 მილიარდი ბარელი ნავთობი.[2]