![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/14/Egon_Schiele_photo.jpg/640px-Egon_Schiele_photo.jpg&w=640&q=50)
ეგონ შილე
From Wikipedia, the free encyclopedia
ეგონ შილე (გერმ. Egon Schiele; დ. 12 ივნისი, 1890 — გ. 31 ოქტომბერი, 1918) — ავსტრიელი მხატვარი. გუსტავ კლიმტის პროტეჟე, შილე XX საუკუნის ავსტრიული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი გახდა. შილეს ნამუშევრები გამოირჩევა ფერების ინტენსიურობით და ფორმების მრავალფეროვნებით. გრეხილი სხეულის ფორმები და ექსპრესიული ხაზები, რომლებიც შილეს ფერწერული ტილოებისა და ნახაზებისთვის არის დამახასიათებელი, მას ექსპრესიონიზმის ერთ-ერთ ადრეულ ფუძემდებელთა შორის მიაკუთვნებს ადგილს, თუმცა ის ჯერ კიდევ ძლიერ უკავშირდებოდა მოდერნის მიმდინარეობას (იუგენდშტილი). შილეს ნამუშევრების ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექცია ლეოპოლდის მუზეუმში ინახება, ვენაში.
სწრაფი ფაქტები ეგონ შილე, დაიბადა ...
ეგონ შილე | |
---|---|
![]() | |
დაიბადა | 12 ივნისი, 1890(1890-06-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] |
დაბადების ადგილი | დუნაის ტულნი[13] [14] |
გარდაიცვალა | 31 ოქტომბერი, 1918(1918-10-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [12] (28 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვენა[13] [14] |
ჟანრი | პორტრეტი[14] , figure painting[14] , ავტოპორტრეტი[14] , პეიზაჟი[14] და allegory[14] |
დახურვა