აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი From Wikipedia, the free encyclopedia
ომი დონბასში — შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინის დონბასის რეგიონში, უფრო ფართო რუსულ-უკრაინული ომის შემადგენელი ნაწილი. დაიწყო 2014 წლის 6 აპრილს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის.
დონბასის ომი | |||
---|---|---|---|
რუსეთ-უკრაინის ომის ნაწილი | |||
სიტუაცია 2022 წლის 27 მარტის მდგომარეობით | |||
თარიღი | 6 აპრილი, 2014 — დღემდე | ||
მდებარეობა | დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, უკრაინა | ||
შედეგი | მიმდინარე | ||
მხარეები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დონბასის ომი ვიკისაწყობში |
ომს წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელმაც დაასრულა პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა. საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ. მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა[8]. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ თავი იჩინა უკრაინის აღმოსავლეთშიც, სადაც რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა აქტივისტებმა აპრილში ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლებამ წამოიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია[9], რაც მალე სრულმასშტაბიან კონფლიქტად გადაიქცა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.