დოვ კამერონი
From Wikipedia, the free encyclopedia
დოვ ოლივია კამერონი[1] (ინგლ. Dove Olivia Cameron; დ. 5 იანვარი, 1996[2]) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. მან ორმაგი როლი ითამაშა დისნეის კომედიურ სერიალში Liv and Maddie, რისთვისაც მოიგო Daytime Emmy Award for Outstanding Performer in Children's Programming. მოგვიანებით განასახიერა მელი ფილმში შთამომავლები (2015).
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
დოვ კამერონი | |
---|---|
კამერონი 2022 წელს | |
მშობლიური სახელი | Dove Olivia Cameron |
დაბადების სახელი | ქლოე სელესტ ჰოსტერმანი |
დაბადების თარიღი |
15 იანვარი, 1996 (1996-01-15) (28 წლის) ბეინბრიჯის კუნძული, ვაშინგტონი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი |
ბეინბრიჯის საშუალო სკოლა ბურბანკის საშუალო სკოლა |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი |
აქტიური | 2007-დღემდე |
სიმაღლე | 1,57 მ |
მშობლები |
მამა: ფილიპ ალან ჰოსტერმანი დედა: ბონი უოლესი |
საიტი | dovecameron.com |
ხელმოწერა |
2016 წელს, კამერონმა მონაწილეობა მიიღო NBC-ის მუსიკალურ სატელევიზიო გადაცემაში Hairspray Live, რომლისთვისაც 2017 წელს ნომინირებული გახდა MTV Movie Award for Best Musical Moment-ზე, სიმღერისთვის You Can't Stop the Beat. 2018-დან 2019 წლამდე ალისია სილვერსტოუნის როლს ასრულებდა off-Broadway-ის 1995 წლის ფილმის, Clueless რიმეიკში.
კამერონის დებიუტი, როგორც მომღერალი, შედგა სერიალში Liv and Maddie. იმავე წელს, მან ფილმისთვის შთამომავლები (2015) სადებიუტო სინგლი If Only გამოუშვა. მისი მუსიკალური დებიუტი, Bloodshot / Waste 2019 წელს გამოვიდა. 2022 წელს გამოსცა სინგლი Boyfriend.