დმიტრი ბორტნიანსკი
From Wikipedia, the free encyclopedia
დმიტრი სტეფანეს ძე ბორტნიანსკი[9][10] (რუს. Дмитрий Степанович Бортнянский; დ. 28 ოქტომბერი, 1751, გლუხოვი[11][12][13] — გ. 10 ოქტომბერი, 1825, სანქტ-პეტერბურგი)[14] — რუსი[15] და უკრაინელი[16] კომპოზიტორი და დირიჟორი, რომელიც ეკატერინე დიდის „სასამართლოში“ მსახურობდა. ბორტნიაკს გადამწყვეტი მნიჩვნელობა ენიჭება როგორც უკრაინის ისე რუსეთის მუსიკალურ ისტორიაში: ორივე ერი მას საკუთრად მიიჩნევს.[17].
დმიტრი ბორტნიანსკი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 28 ოქტომბერი, 1751(1751-10-28)[1] |
დაბ. ადგილი | გლუხოვი, ჩერნიგოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია[2] [3] [4] [5] [6] |
გარდ. თარიღი | 10 ოქტომბერი, 1825(1825-10-10)[7] [2] [4] [6] [8] (73 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[3] [4] [5] [6] |
დასაფლავებულია | ტიხვინის სასაფლაო[8] |
დმიტრი ბორტნიანსკი ვიკისაწყობში |
ბორტნიანსკი, რომელსაც პალესტრინას ადარებენ,[18] დღეს ცნობილია თავისი საეკლესიო მოღვაწეობებითა და საგუნდო კონცერტების ჟანრში ნაყოფიერი ღვაწლით.[19] არტემი ვედელსა და მაკსიმ ბერეზოვსკისთან ერთად ის იყო თავისი ეპოქის „ოქროს სამეული“ს ერთ-ერთი წევრი. ბორტნიანსკი იმდენად პოპულარული იყო რუსეთის იმპერიაში, რომ მისი ფიგურა 1862 წელს წარმოდგენილი იყო რუსეთის ათასწლეულის ბრინჯაოს ძეგლში, ნოვგოროდის კრემლში. ბოტნიანსკი ბევრ განსხვავებულ მისიკის სტილის კომპოზიციებს ქმნიდა; მათშორისაა საგუნდო კომპოზიციები ფრანგულ, იტალიურ, ლათინურ, გერმანულ და საეკლესიო სლავურ ენებზე.