დინამო თბილისი ევროპულ ფეხბურთში
From Wikipedia, the free encyclopedia
სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია ასახავს საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ მიერ ევროპულ საფეხბურთო საერთაშორისო ტურნირებზე — უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს თასების მფლობელთა თასი, უეფა-ს ევროპის ლიგა — ჩატარებული ოფიციალური მატჩებისა და მათ მიერ მიღწეული შედეგების შესახებ არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები ეყრდნობა ეროვნული და საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებისა და შესაბამისი სტატისტიკური სამსახურების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემთა ბაზებს. რაც შეეხება სტატიაში წარმოდგენილ ცალკეული მატჩების შესახებ არსებულ ინფორმაციას — იგი ქართულ, საბჭოთა და ევროპული სპორტული პრესის არქივებში, აგრეთვე ინტერნეტსა თუ მსოფლიო სპორტულ მედიასივრცეში არსებულ ქრონიკალურ-დოკუმენტურ მასალებს, ავტორიტეტულ პერიოდულ გამოცემებსა და ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საყოველთაოდ აღიარებულ, სანდო და გადამოწმებად წყაროებს ეყრდნობა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/33/Stamps_of_Georgia%2C_2002-17.jpg/320px-Stamps_of_Georgia%2C_2002-17.jpg)