დიდი ფინეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი ფინეთი (ფინ Suur-Suomi)— ამ ტერმინს ფინელი ირედენტისტები XIX საუკუნიდან გამოიყენებენ, რითიც ევროპული ნაციონალიზმის ფინურ ვერსიას — პან-ფინლანიზმს — წარმოადგენენ. ტერმინი იმ დროს გაჩნდა, როდესაც ფინეთი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში შედიოდა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/85/Suur-Suomen_kartta.png/150px-Suur-Suomen_kartta.png)
დიდი ფინეთის შექმნის ვარიანტი შემდეგნაირად გამოიყურება: მოიცავს მთელ ფინეთს, გარდა ამისა, ყველა იმ ტერიტორიას სადაც ეთნიკურად ფინო-უგრული წარმოშობის ხალხი ცხოვრობს: ფინელები, კარელები, ესტონელები, ვეპსები, და ა.შ. დიდი ფინეთის შექმნის იდეა ფინურ საზოგადოებაში გარკვეული პოპულარობით სარგებლობდა და სარგებლობს დღემდე; ამან ერთგვარი ასახვა ჰპოვა 1917 წელს, ასევე პირველი და მეორე მსოფლიო ომების პერიოდში.
დიდი ფინეთის ყველაზე თავმდაბალი ვერსია ფინელებითა და კარელებით დასახლებული ტერიტორიების გაერთიანებაა: თეთრი ზღვიდან ონეგის ტბამდე, მდინარე სვირის გასწვრივ და მდინარე სესტრადან ფინეთის ყურემდე (ანუ რუსეთის იმპერიაში შემავალი ფინეთის დიდი საჰერცოგოს საზღვრებში); იდეის ზოგიერთ მომხრეს დიდი ფინეთის საზღვრებში ესტონეთის, ინგრიის, ჩრდილოეთ ფინმარკისა და ტურნე-ელვას ველის ჩართვაც სურს.
უფრო თამამი იდეით დიდი ფინეთის საზღვრებში მოქცეულია არა მხოლოდ ზემოთ ხსენებული მიწები, არამედ ბოტნიის ყურიდან ურალის მთებამდე, ზოგჯერ კი დასავლეთ ციმბირის ნაწილიც, სადაც დღემდე ცხოვრობენ ფინო-უგორებთან მონათესავე ხალხები.