From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი სერბეთი (სერბ. Велика Србија) — სერბი რადიკალ-ირედენტისტების პოპულისტური იდეა. მიმართული დიდი ხორვატიისა და დიდი ალბანეთის იდეის წინააღმდეგ.
დიდი სერბეთის იდეას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნეში, როდესაც ელიტარულ წრეებში მომწიფდა სერბეთის ოსმალეთის ბატონობისაგან გათავისუფლებისა და სამხრეთ სლავების ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხი. 1808 წელს ყარაგეორგევიჩების მთავრობის მინისტრმა ივან იუგოვიჩმა შექმნა მომავალი სერბიული სახელმწიფოს გეგმა, რომელიც მოიცავდა ძველ სერბეთს (თანამედროვე კოსოვო), ჩერნოგორიას და ბოსნიია-ჰერცეგოვინას. თუმცა რუსეთმა უარი განაცხადა პროექტზე და აღნიშნა, რომ გეგმა ნაადრევია.
1844 წელს იდეა კვლავ ააღორძინა სერბეთის სამთავროს პოლიტიკურმა მოღვაწემ ილია გარაშანინმა[1]. დიდი სერბეთის იდეამ გაიჟღერა ასევე მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც.
აღნიშნული იდეის ახალი აღორძინება მოხდა XX სუკუნის 80-იან წლებში რადიკალური პარტიის მიერ, რომლის ლიდერიც არის ვოისლავ შეშელი. მათი აზრით დიდ სერბეთს უნდა მოეცვა ბოსნიის, ჰერცეგოვინის, მაკედონიისა და ჩერნოგორიის მიწები, თუმცა იუგოსლავიის ომების შემდეგ იდეამ დაკარგა აქტუალობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.