![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/17/GreaterItalia.jpg/640px-GreaterItalia.jpg&w=640&q=50)
დიდი იტალია
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი იტალია (იტალ. Grande Italia), ან იმპერიული იტალია (იტალ. Italia Imperiale) — ამბიციური პრექტი, რომელიც შემუშავდა ფაშისტური იტალიის მიერ. პროექტის მიზანი იყო შეექმნა იტალიის იმპერია, სადაც გარდა იმ ტერიტორიებისა, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდნენ ირედენტისტები (კორსიკა, ნიცა, დალმაცია, მალტა) უნდა შესულიყო ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ევროპული და აფრიკის გარკვეული ტერიტორიები. კერძოდ: ალბანეთი, ჩერნოგორია, ტუნისი, ლიბია. აღნიშნული პროექტით იტალია, ფაქტობრივად, ცდილობდა აღედგინა კონტროლი რომის იმპერიის დაცემის შემდეგ დაკარგულ ტერიტორიებზე.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/17/GreaterItalia.jpg/640px-GreaterItalia.jpg)
ტერიტორია რომლის შემოერთებაც იგეგმებოდა 1940 წლის პროექტით
ტერიტორია, რომელიც 1942 წელს იმყოფებოდა იტალიის კონტროლის ქვეშ
ტერიტორია რომელსაც აკონტროლებდა დიდი ბრიტანეთი 1942 წლის ნოემბერში