![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/18/Great-Zimbabwe.jpg/640px-Great-Zimbabwe.jpg&w=640&q=50)
დიდი ზიმბაბვე
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი ზიმბაბვე — ზიმბაბვეში მდებარე უძველესი სამხრეთ აფრიკული ქალაქის ნანგრევების სახელწოდება. როგორც ვარაუდობენ დიდი ზიმბაბვე შონას (ბანტუს ტომის ხალხი) წინაპრების მთავარი საკულტო ქალაქი უნდა ყოფილიყო. ქალაქი დაარსდა 1100-1400 წლებს შორის პერიოდში[1]. იგი წარმოადგენდა მვენემუტაპას სახელმწიფოს ცენტრს, რომელიც ასევე ცნობილი იყო დიდი ზიმბაბვეს სახელმწიფოს სახელწოდებით. აღნიშნული იმპერია მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც დღეს მოქცეულია ზიმბაბვეს (რომელმაც სახელი მიიღო ამ ქალაქისაგან) და მოზამბიკის ტერიტორიაზე.
დიდი ზიმბაბვე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii, vi |
სია | |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 20°16′59″ ს. გ. 30°55′59″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1986 (მე-10 სესია) |
ნომერი | 364 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
1928–1929 წლებში დიდი ზიმბაბვეს ნანგრევები გამოიკვლია ბრიტანელმა არქეოლოგმა გერტრუდა კატონ-ტომპსონმა, რომელმაც დაადასტურა ნაგებობის აფრიკული წარმომავლობა.[2] მანამდე არქეოლოგების გარკვეული ჯგუფი მიიჩნევდა, რომ ადგილობრივ შავკანიან მოსახლეობას არ შეეძლო აღნიშნული ციხესიმაგრის აგება და მის აშენებას მიაწერდნენ ფინიკიელებს ან არაბებს.[3].
1986 წელს შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.[4]