დიდი ალათემურის ეკლესია
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი ალათემურის ბაზილიკა — აწ უკვე ნანგრევების სახით შემორჩენილი ბაზილიკური ეკლესია ისტორიულ საინგილოში, ქართულ სოფელ დიდ ალათემურში (იგ. ბინა, დიდბინა, დიდი ბინა), რომელიც დღევანდელი აზერბაიჯანის კახის რაიონში, სხვა ქართული სოფლის - მეშებაშის მეზობლად მდებარეობს. შენობის ნაშთები ჩამალულია თხილნარებში. საყდარი IX-X საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს.
სწრაფი ფაქტები ძირითადი ინფორმაცია, ხუროთმოძღვრების აღწერა ...
ალათემურის ბაზილიკა | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°24′42″ ჩ. გ. 46°49′55″ ა. გ. |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მუნიციპალიტეტი | კახი |
ადგილმდებარეობა | სოფ. დიდი ალათემური. |
ფუნქციური სტატუსი | ნანგრევები |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
თარიღდება | IX-XI სს. |
დახურვა
ტაძრის აღდგენას ითხოვს სოფლის 900-კომლიანი მოსახლეობა, რომელთაც ძირითადად ქრისტიანი ინგილოები შეადგენენ, რადგან მათ წირვაზე დასასწრებად კახის მოქმედ ტაძარში უხდებათ წასვლა. რესტავრაციისათვის საჭირო თანხის ნაწილის გამონახვას სოფელი თავადვე აპირებს, თუმცა სამუშაოების დაწყებისათვის საჭირო ნებართვას არ იძლევა აზერბაიჯანის სათანადო უწყება.