დიანა დე პუატიე
From Wikipedia, the free encyclopedia
დიანა დე პუატიე (დ. 3 სექტემბერი 1499 — გ. 25 აპრილი 1566) — ანრი II ვალუას საყვარელი.
დიანა დე პუატიე | |
---|---|
მშობლიური სახელი | Diane de Poitiers |
დაბადების თარიღი | 3 სექტემბერი 1499 |
გარდაცვალების თარიღი | 25 აპრილი 1566 (66 წლის) |
ეროვნება | ფრანგი |
წოდება | ნორმანდიის ჰერცოგინია, სენტ-ვილერის ბარონესა, ეტამპის გრაფინია, "საფრანგეთის სამეფო საყვარელი" |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ლუი დე ბრიზი |
შვილ(ებ)ი | ფრანსუაზა ბრიზი, ლუიზა ბრიზი |
მშობლები |
მამა: ჟან დე პუატიე დედა: ჟანა ბრეტონელი |
დიანა 15 წლის ასაკში დააქორწინეს ჰერცოგ ლუი დე ბრიზზე. 31 წლის ასაკში დიანა დაქვრივდა. მან რუანში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში ბრწყინვალე განსასვენებელი აუგო გარდაცვლილ მეუღლეს და როგორც ამბობენ, დიანა მთელი ცხოვრების მანძილზე გლოვობდა მას (იგი მხოლოდ თეთრი და შავი ფერის ტანისამოსს ატარებდა - გლოვის ნიშნად).
მალე დიანა საფრანგეთის მეფე - ანრი II ვალუას შეუყვარდა და მისი საყვარელიც გახდა. მას ანრიმ "სამეფო საყვარლის" ტიტული უბოძა და დიანა თითქმის დედოფლის უფლებებით სარგებლობდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დიანა ანრიზე 20 წლით უფროსი იყო, თუმცა როგორც ისტორიკოსები გვაუწყებენ, რაც უფრო ასაკში შედიოდა იგი, მით უფრო მეტ ბრწყინვალებას იძენდა მისი გარეგნობა.
დიანა დე პუატიემ, მას შემდეგ რაც ოფიციალურად გახდა მეფის ფავორიტი, უდიდესი გავლენა მოიპოვა მთელს საფრანგეთში. სწორედ ის განკარგავდა თუ ვის უნდა დაეკავებინა ესა, თუ ის, მაღალი თანამდებობა. ამიტომაცაა რომ დიანას ხშირად უწოდებენ "უგვირგვინო დედოფალს'' და '' ნამდვილ დედოფალს''. დიანას მმართველობა მაშინვე დასრულდა როგორც კი ანრი გარდაიცვალა. მთელი ძალაუფლება ანრის მეუღლემ, ახლა უკვე დედა დედოფალმა ეკატერინე მედიჩიმ აიღო ხელში და დიანა პარიზიდან სამუდამოდ გააძევა. ამის შემდეგ დიანა ანეტში დაბინავდა სადაც 1566 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა.