From Wikipedia, the free encyclopedia
დემონოლოგია (ძვ. ბერძნ. δαίμων, ე.ი. საღვთო, სული, და ძვ. ბერძნ. λόγος, ე.ი. სიტყვა, მსჯელობა) — მისტიკური მოძღვრება დემონებზე, ე.ი. ავ სულებზე;[1] საერთო სახელწოდება ნაირგვარი მითებისა და დემონების შესახებ. წარმოიქმნება სულების პირველყოფილი რწმენის საფუძველზე.[2] წარმოადგენს თეოლოგიის განხრას, რომელიც დაკავშირებულია ზეარსებულთან, არაღმერთთან.[3] დემონი მისი თავდაპირველი მნიშვნელობით ჰომეროსის შემდეგ იყო კეთილმოსურნე არსება. დემონოლოგია წარმოიქმნება სულების პირველყოფილი რწმენის საფუძველზე. მრავალი რელიგიისა და კულტურის მიხედვით, ძილის პარალიჩი წარმოადგენს დემონებთან ფიზიკური კონტაქტის ერთ-ერთ ფორმას. ამასთანავე ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ., გაბონში) სწამთ ადგილობრივი სულების, თუმცა ხალხი მათ განიხილავს როგორც უწყინარ არსებას.
საკუთრივ დემონი ეწოდება ღვთაებრივ არსებათა გარკვეულ ჯგუფს. მითოლოგიაში დემონი არის ზეარსების, ნახევრადღმერთის ან სულების კრებითი სახელწოდება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.