![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/00/Boccaccio_-_Decameron%252C_MCCCCLXXXXII_ad_di_XX_de_giugno_-_3852856_Scan00015.tif/lossy-page1-640px-Boccaccio_-_Decameron%252C_MCCCCLXXXXII_ad_di_XX_de_giugno_-_3852856_Scan00015.tif.jpg&w=640&q=50)
დეკამერონი
From Wikipedia, the free encyclopedia
დეკამერონი (იტალ. Decamerone; დაახ. 1350-დან დაახ. 1353-მდე) — მწერალ ჯოვანი ბოკაჩოს მოთხრობათა კრებული, რომელიც შედგება 101 ნოველასგან. სახელი წარმოქმნილია ორი ბერძნული სიტყვის შეერთებით: δέκα (déka) – ათი და ἡμέρα (hēméra) – დღე. „დეკამერონი“ დაიწერა 1350-1353 წლებში. ბოკაჩომ ის გადაამუშავა და გადაწერა 1370–1371 წლებში. „დეკამერონი“ გამოქვეყნდა 1471 წელს. კრებული გამოირჩევა ეროტიკული სცენებით. ნაწარმოები სრული სახით 1471 წელს გამოქვეყნდა. კრებულს თანამედროვეებმა „ადამიანური კომედია“ უწოდეს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/00/Boccaccio_-_Decameron%2C_MCCCCLXXXXII_ad_di_XX_de_giugno_-_3852856_Scan00015.tif/lossy-page1-640px-Boccaccio_-_Decameron%2C_MCCCCLXXXXII_ad_di_XX_de_giugno_-_3852856_Scan00015.tif.jpg)
ნოველების უმეტესობა აღმოსავლური წარმოშობისაა, თუმცა, მწერალმა გამოაქვეყნა ფრანგული ფაბლიოც, მიმართა აპულეუსს, შუა საუკუნეების ლათინურ კრებულებს. მან გააცოცხლა ფრანგული და იტალიური ნოველების ნიღბები და მათ ინდივიდუალური ხასიათი მიანიჭა. შექმნა დიდვაჭრების, ხელოსნების, მედუქნეების, მღვდლების, ხელოსნების ბედნიერი თუ უბედური მიჯნურების სამყარო, რომლის მთავარი მამოძრავებელი ღერძი სიყვარულია, თუმცა, ეს სიყვარული ძალზე დაშორებულია პლატონურ კონცეფციას. „დეკამერონის“ მრავალი ნოველა ნამდვილი ზნე-ჩვეულების კომედიაა. მათ შორის გვხვდება გულისამაჩუყებელი პათეტიკური დრამაც. დეკამერონის ზოგიერთი ნოველა გადაამუშავეს ჩოსერმა, შექსპირმა, მარგარიტ ნავარელმა, ლაფონტენმა, ლესინგმა, მისემ და სხვა.
„დეკამერონის“ პერსონაჟები ბოკაჩოს ადრინდელ ნაწარმოებებში ჩნდებიან. ასევე ადრე „ფილოკოლოში“ ჩნდება ფაბულა. „ამეტოში“ ფაბულა მეორდება: ნიმფები რიგრიგობით ჰყვებიან მოთხრობებს.