From Wikipedia, the free encyclopedia
დევონპორტი (ინგლ. Devonport) — ქალაქი სამხრეთ ავსტრალიაში, მდებარეობს ტასმანიის შტატში, კუნძულ ტასმანიის ჩრდილოეთ მხარეში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 24 615 ადამიანს[1]. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ჰობარტიდან დაშორებულია 277 კილომეტრით, ქალაქ ბერნიდან 47 კილომეტრით. დევონპორტი დაარსდა 1823 წელს. გაშენებულია ბასის სრუტის სანაპიროზე. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს დევონპორტის აეროპორტი, რომლის ტრასის სიგრძე შეადგენს 2 კილომეტრს, აქედან სრულდება რამდენიმე შიდა რეისი.
ქალაქი | |
---|---|
დევონპორტი ინგლ. Devonport | |
ქვეყანა | ავსტრალია |
შტატი | ტასმანია |
კოორდინატები | 41°10′50″ ს. გ. 146°20′47″ ა. გ. |
დაარსდა | 1823 |
ფართობი | 116 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი |
მოსახლეობა | 24 615 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 212,20 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+10 |
საფოსტო ინდექსი | 7310 |
ოფიციალური საიტი | devonport.tas.gov.au |
ქალაქის ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და ივნისი. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 778.3 მმ-ს.
ქალაქ დევონპორტის აქვს ერთი დაძმობილებული ქალაქი. 1996 წელს დევონპორტს დაუძმობილდა იაპონიის ქალაქი მინამატა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.