დაღესტნის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
დაღესტანი კავკასიის ეთნიკურად ყველაზე ჭრელი რეგიონია. ისტორიულად ამ ტერიტორიაზე მრავალი სხვადასხვა სახანო თუ სამთავრო არსებობდა. დაღესტნისა და ჩეჩნეთის უდიდესი ნაწილის გაერთიანება მხოლოდ მე-19 საუკუნეში, კავკასიის ომის დროს, ისლამის დროშის ქვეშ იმამმა შამილმა მოახერხა. რეგიონში სახელმწიფო ენის სტატუსის მქონე 14 ენაა. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ძალაუფლება უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფებს: ავარებს, დარგინებს, კუმიკებს, ლეკებს და ა.შ. - შორის ნაყოფიერი ეთნიკური ბალანსის შენარჩუნებას ემყარება. ისევე, როგორც ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ქვეყნების უმრავლესობა, დაღესტანიც ღარიბი რეგიონია.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|დაღესტნის ისტორია}} |
დაღესტანი დღეისთვის ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე ცხელი წერტილია. ჩეჩნეთის მეორე ომის დასრულებისა და გროზნოში რამზან კადიროვის პრომოსკოვური რეჟიმის განმტკიცების შემდეგ ფედერალურ მთავრობასა და მეამბოხეებს შორის ბრძოლის ეპიცენტრმა მეზობელ დაღესტანში გადაინაცვლა. ყველაფერთან ერთად, ამ ბრძოლის სისასტიკეს ისიც განაპირობებს, რომ დაღესტანში ერთმანეთს არა მხოლოდ მეამბოხეები და ხელისუფლება, არამედ ისლამის სხვადასხვა მიმართულების მიმდევრები უპირისპირდებიან. ხშირად ეს ბრძოლა შეურიგებელ და უკომპრომისო ხასითს იძენს.