![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d4/Imam_Shamil_-_01.jpg/640px-Imam_Shamil_-_01.jpg&w=640&q=50)
შამილი
From Wikipedia, the free encyclopedia
იმამი შამილი (დ. 26 ივნისი, 1797 — გ. 4 თებერვალი, 1871) — ხუნძი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე, კავკასიის მთიელ ხალხთა მეთაური, 1834 წელს იმამად აღიარებული, რომელმაც ჯერ დასავლეთ დაღესტნისა და ჩეჩნეთის, შემდეგ კი ჩერქეზეთის ხალხი გააერთიანა თეოკრატიულ სახელმწიფო იმამატში და შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის იმპერიას. თანდათანობით, რუსებმა შეავიწროვეს შამილი, რომელიც ბოლოს დაღესტნის სოფელ ღუნიბში აღმოჩნდა ალყაშემორტყმული და უიმედო წინააღმდეგობის შემდეგ ტყვედ დანებდა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d4/Imam_Shamil_-_01.jpg/640px-Imam_Shamil_-_01.jpg)