From Wikipedia, the free encyclopedia
დანიური კრონი (დან. dansk krone) — ფულის ერთეული დანიაში, რომელიც ასევე მიმოქცევაშია გრენლანდიაში და ფარერის კუნძულებზე.
დანიური კრონი დან. dansk krone | |||
---|---|---|---|
| |||
კოდი ISO 4217 | DKK | ||
ქვეყანა | დანია | ||
ოფიციალური მომხმარებლები |
დანია, | ||
შედგება | 100 ერე | ||
სიმბოლო | kr | ||
მონეტები | 50, 100, 200, 500 და 1000 დანიური კრონი. | ||
ბანკნოტები | 50 ერე, 1, 2, 5, 10 და 20 დანიური კრონა. | ||
ცენტრალური ბანკი | დანიის ეროვნული ბანკი | ||
გაცვლითი კურსი (2011 თვის) | |||
1 USD | = 5,1792 DKK | ||
1 EUR | = 7,4726 DKK | ||
1 GBP | = 8,2897 DKK |
სიტყვა „კრონა“ შეესატყვისება ინგლისურ Crown-ს და ითარგმნება, როგორც გვირგვინი.
სკანდინავიის ქვეყნებში სავალუტო ერთეულს წარმოადგენდა კრონი. თავდაპირველად, კრონი მხოლოდ ერთ-ერთი მონეტის დასახელება იყო და 8 მარკას უდრიდა. 1873 წელს კი იგი უკვე დანიის ეროვნული ვალუტის საერთო სახელწოდება გახდა. კრონის წინამორბედი ვალუტა რიგსდალერი იყო, რომლის შეცვლის აუცილებლობაც სკანდინავიის მონეტარული კავშირის ჩამოყალიბებამ გამოიწვია. შედეგად კი კრონი ოქროს სტანდარტში მოექცა, რომლის მიხედვით 1 კგ სუფთა ოქრო 2480 კრონას უტოლდებოდა.
სკანდინავიის მონეტარული კავშირის დაშლის შემდეგ არცერთ წევრ ქვეყანას — დანიას, ნორვეგიასა და შვედეთს ვალუტის სახელწოდება არ შეუცვლიათ. კავშირის დაშლის შემდეგ, დანია კვლავ დაუბრუნდა ოქროს სტანდარტს, თუმცა 1931 წელს საბოლოოდ უარი თქვა მასზე. სანაცვლოდ, ევროპულ კონტინენტზე ფაშისტური გერმანიის გავლენის გავრცელების შემდეგ, დანიელებს საკუთარი ვალუტის გერმანულ რეიხმარკაზე გეზირება მოუხდათ. ხოლო მეორე მსოფლიო ომისა და გერმანული ოკუპაციის დასრულების შემდეგ სწორება უკვე ბრიტანულ ფუნტზე აიღეს.
1973 წლის 1 იანვარს დანია ევროკავშირის წევრი გახდა. ევროპის კავშირის 12-მა ქვეყანამ ერთიანი ევროპული ვალუტის ევროს შექმნა გადაწყვიტა. თუმცა აღნიშნულ გადაწყვეტილებას დანია არ შეერთებია. 2000 წელს ჩატარებული რეფერენდუმმა აჩვენა, რომ ევროს შემოღებას დანიის მოქალაქეთა უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა. მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად, დანიას საკუთარი ეროვნული ვალუტის შენარჩუნების უფლება მისცეს.
1989 - 1993 დანიის ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა მონეტები ნომინალით 25, 50 ერე, 1, 2, 5, 10 და 20 დანიური კრონი.
2008 წლის 1 ოქტომბერს მიმოქცევიდან ამოღებული იქნა 25 ერე.
1997 წელს დანიის ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ბანკნოტების სერია, რომელსაც 2002 - 2005 წლებში დაემატა დამატებითი უსაფრთხოების ფუნქციები. დანიის ეროვნულმა ბანკმა 2006 წელს დაბეჭდა ბანკნოტების ახალი სერია, რომლის მთავარი თემაა ხიდები დანიაში. ბანკნოტების ახალ სერიაზე გდასავლა მოხდა 2009-2011 წლებში.
ამჟამად მიმოქცევაშია ბანკნოტები ნომინალით: 50, 100, 200, 500 და 1000 დანიური კრონი.
2009-2011 წლის სერია | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
სურათი | ნომინალი | ფერი | გამოშვების თარიღი | |||||
ავერსი | რევერსი | |||||||
50 | იასამნისფერი | 11 აგვისტო 2009 | ||||||
100 | ნარინჯისფერი | 4 მაისი 2010 | ||||||
200 | მწვანე | 19 ოქტომბერი2010 | ||||||
500 | ცისფერი | 15 თებერვალი 2011 | ||||||
1000 | წითელი | 24 მაისი 2011 |
ფარერის კუნძულების ავტონომიაში, დანიური ხურდა ფულია მიმოიქცევაში, თუმცა ქაღალდის ბანკნოტებს კუნძულებზე საკუთარს უშვებენ და მას ხშირად ფარერის კრონასაც კი უწოდებენ. თუმცა იგი დამოუკიდებელ ვალუტის ერთეულს არ წარმოადგენს და დანიური კრონის ბანკნოტების განსხვავებული დიზაინის კუპიურებად მიიჩნევა.
2008 წელს გრენლანდიაში გამოვიდა გამორჩეული ბანკნოტები, თუმცა მსგავსად მათი ფარერელი ნათესავებისა, გრენლანდიური კუპიურებიც ოფიციალურად მხოლოდ დანიური ვალუტის ნაირსახეობად ითვლება. ამ სტატუსის გამო, დანიური კრონები კანონიერი საგადამხდელო საშუალებაა როგორც ფარერების პატარა კუნძულებზე, ასევე უდიდეს კუნძულ – გრენლანდიაზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.