![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c0/Isla_de_Pescado_Uyuni_Bolivia.jpg/640px-Isla_de_Pescado_Uyuni_Bolivia.jpg&w=640&q=50)
დანიელ-კამპოსის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
დანიელ-კამპოსის პროვინცია (ესპ. Provincia de Daniel Campos) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ამ მხარეში დაბადებული პოეტის — დანიელ კამპოსის პატივსაცემად. დედაქალაქია ლიიკა.
სწრაფი ფაქტები პროვინცია, ქვეყანა ...
პროვინცია | |
---|---|
დანიელ-კამპოსის პროვინცია Provincia de Daniel Campos | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 20°11′00″ ს. გ. 67°48′00″ დ. გ. |
ფართობი | 10 347 კმ² |
სალაპარაკო ენები | ესპანური, აიმარა |
მოსახლეობა | 5 067 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 0.5 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
![]() | |
დახურვა
დანიელ-კამპოსი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილოეთით ესაზღვრება ორუროს დეპარტამენტი, დასავლეთით — ჩილე. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 180 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 240 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 10 347 კმ²-ს შეადგენს.
პროვინცია მდებარეობს მარილიან პლატოზე, სამხრეთ ალტიპლანოში. მისი ტერიტორიის 65 %-ზე მეტი სალარ-დე-უიუნის უჭირავს. კლიმატი მშრალია, ნალექების 200 მმ საშუალო წლიური მაჩვენებლით.