დავით ყიფიანი
From Wikipedia, the free encyclopedia
დავით ყიფიანი (დ. 18 ივნისი, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 17 სექტემბერი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „ლოკომოტივის“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), ფინალისტი (1980), და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1976), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981).[1] ღირსების ორდენის კავალერი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყიფიანი. |
დავით ყიფიანი 1981 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დავით დავითის ძე ყიფიანი | ||
დაბადების თარიღი | 18 ივნისი, 1951 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი |
17 სექტემბერი, 2001 (50 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1964–1966 | თბილისის 35-ე სკოლა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1968 | ლოკომოტივი | 1 | (0) |
1969 | დინამო თბ. | 0 | (0) |
1970 | ლოკომოტივი | 28 | (3) |
1971–1982 | დინამო თბ. | 246 | (79) |
ეროვნული ნაკრები | |||
1974–1981 | სსრ კავშირი | 19 | (7) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1984–1985 | დინამო თბილისი | ||
1988 | დინამო თბილისი | ||
1990–1991 | დინამო თბილისი | ||
1992–1993 | ოლიმპიაკოსი | ||
1995–1997 | დინამო თბილისი | ||
1997 | საქართველო | ||
1998 | რასინგი მეხელენი | ||
1998 | შინიკი | ||
1999–2001 | ტორპედო ქუთაისი | ||
2000–2001 | საქართველო | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1977 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.[2][3] რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[4][5]
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი.[6][7][8][9] საქართველოს სპორტული საზოგადოების, სპორტული ჟურნალისტების, საფეხბურთო სპეციალისტებისა და ფეხბურთის გულშემატკივრების საყოველთაო აღიარებით — თბილისის „დინამოს“, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ ფიგურად რჩება. როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა განსაკუთრებული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით.[10][11]