გერმანელი ფიზიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
გუსტავ რობერტ კირხჰოფი (გერმ. Gustav Robert Kirchhoff; დ. 12 მარტი, 1824 — გ. 17 ოქტომბერი, 1887) — გერმანელი ფიზიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთი ფუნდამენტური საკითხების განვითარებაში, როგორიცაა ელექტრული წრედების, სპექტროსკოპიის, შავი სხეულის გამოსხივების ფიზიკა.
მან შემოიღო ტერმინი შავი სხეულის გამოსხივება 1862 წელს. აღმოაჩინა კანონები ელექტრულ წრედებისთვის და სპექტროსკოპიისთვის. ასევე არსებობს კირხჰოფის კანონი თერმოქიმიაში. სპექტროსკოპიაში გაიცემა ბანსენ-კირხჰოფის პრიზი, რომელიც მისი და რობერტ ბანსენის სახელობისაა.
გუსტავ კირხჰოფი დაიბადა კენიგსბერგში, იურისტ ფრიდრიხ კირხჰოფის და იოანა ჰენრიეტა ვიტკეს ოჯახში. მან დაამთავრა კენიგსბერგის უნივერსიტეტი 1847 წელს. მოგვიანებით კი სამუშაოდ გადავიდა ვროცლავში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.