![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/72/Cuba_location_map.svg/langka-640px-Cuba_location_map.svg.png&w=640&q=50)
გუირა-დე-მელენა
From Wikipedia, the free encyclopedia
გუირა-დე-მელენა (ესპ. Güira de Melena) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, არტემისის პროვინციაში, ზღვის დონიდან 20 მ სიმაღლეზე. მდებარეობს კუბის სამხრეთ ნაწილში, ბატაბანოს ყურის სიახლოვეს. ქალაქი დაარსდა 1779 წელს.[1] ვრცელდება სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსიდან სამხრეთით და ალკისარიდან აღმოსავლეთით.
ქალაქი | |
---|---|
გუირა-დე-მელენა Güira de Melena | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | არტემისაარტემისის პროვინცია|არტემისა |
კოორდინატები | 22°48′07″ ჩ. გ. 82°30′17″ დ. გ. |
დაარსდა | 1779 |
ფართობი | 178 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 20 მ |
მოსახლეობა | 37.838 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 212,6 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | 7 |
ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა. განვითარებულია კარტოფილის, ბანანის, ანანასისა და სხვ. კულტურები. წამყვანი როლი ენიჭება თამბაქოს მოყვანას. მუნიციპალიტეტის ფართობია 178 კმ².[2] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 37.838 ადამიანი.[3] მოსახლეობის სიმჭიდროვე 212,6 ადამიანი კმ²-ზე.
რაიონის რელიეფი თანაბარია, არ გვხვდება მაღალი მთები. სანაპირო ზოლი მტვრიანია, ნაყოფიერ ნიადაგს მოაქვს ბანანის, ჟოლოს და სხვა მცირე ზომის ხილის მოსავალი.