გრემ დოტი
From Wikipedia, the free encyclopedia
გრემ დოტი (ინგლ. Graeme Dott; დ. 12 მაისი, 1977, ლარკჰოლი, შოტლანდია) — შოტლანდიელი პროფესიონალი სნუკერისტი. პროფესიონალებს შეუერთდა 1994 წელს. თავისი პირველი რეიტინგული ტურნირი მოიგო 2006 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე პიტერ ებდონის დამარცხებით, ანგარიშით 18:14. ერთი წლის შემდეგ, China Open-ის მოგების შემდეგ, დოტი მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე ავიდა, მაგრამ მალევე დაკარგა ფორმა და გარკვეული დროის განმავლობაში დატოვა ტოპ-16. 2010 წელს ის კარიერაში მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი (აგრეთვე ის იყო 2004 წლის ტურნირის ფინალისტიც), მაგრამ დამარცხდა ნილ რობერტსონთან.
მეტი ინფორმაცია საერთო ინფორმაცია, გამარჯვებები ტურნირებზე ...
გრემ დოტი | ||
საერთო ინფორმაცია | ||
მეტსახელი: | The Pocket Dynamo | |
დაბ. თარიღი: | 12 მაისი, 1977 | |
დაბ. ადგილი: | ლარკჰოლი | |
მოქალაქეობა: | შოტლანდია | |
პროფესიონალური კარიერა: | 1994—დღემდე | |
უმაღლესი რეიტინგი: | № 2 | |
ამჟამინდელი რეიტინგი: | № 19 | |
საპრიზო თანხა: | GB£ 1 861 977 | |
უმაღლესი ბრეიკი: | 147 (British Open 1999) | |
სენჩერის რაოდენობა: | 187 | |
გამარჯვებები ტურნირებზე | ||
სულ გამარჯვება: | 3 | |
მსოფლიო ჩემპიონატი: | 1 (2006) | |
სხვა რეიტინგული ტურნირები: | 1 | |
სხვა ტურნირები: | 1 |
დახურვა
2010 წელს ტურნირ Players Tour Championship-ზე დოტმა გააკეთა თავისი მეასე სენჩერი-ბრეიკი. ამის მისაღწევად მას 17 სეზონი დასჭირდა.