გონძაგას დინასტია
From Wikipedia, the free encyclopedia
გონძაგას დინასტია (იტალ. Casa di Gonzaga, ფრანგ. Maizon de Gunzague) — იტალიური არისტოკრატიული საგვარეულო შუა საუკუნეებში, რომელიც 1100 წელს დააფუძნა ლუიჯი I გონძაგამ. მისი უკანასკნელი წარმომადგენელი, ფერდინანდო კარლო გონძაგა გარდაიცვალა 1708 წელს უშვილოდ, რითაც საბოლოოდ შეწყდა დინასტია. მიუხედავად იტალიური ფესვებისა, გონძაგებს დიდი გავლენა და დიდი მამულები და ძალაუფლება ჰქონდათ საფრანგეთშიც. ისინი მართავდნენ მანტუას, მონფერატოსა და გუასტალას იტალიაში, ხოლო ნევერსა და მაინს საფრანგეთში. სხვადასხვა პერიოდში გონძაგას დინასტიის ორი წარმომადგენელი ქალი იყო საღვთო რომის იმპერატრიცა, ხოლო ერთიც პოლონეთის დედოფალი. გარდა საერო პირებისა, ამ საგვარეულოს წარმომადგენელი იყო ერთი წმინდანი, თორმეტი კარდინალი და თოთხმეტი ეპისკოპოსი.
სწრაფი ფაქტები გონძაგას დინასტია, პერიოდი ...
გონძაგას დინასტია | |
---|---|
![]() | |
პერიოდი | 1100-1708 |
დევიზი |
„გაგვიძეხით მთაზე“ იტალ. Ad montem duc nos |
ტიტული |
მანტუას ჰერცოგი მონფერატოს ჰერცოგი გუასტალას ჰერცოგი გუასტალას ჰერცოგი ნოველარას გრაფი ბანიოლოს გრაფი არჩეს პრინჩიპე ნევერის ჰერცოგი რეტელის ჰერცოგი მაინის ჰერცოგი |
სამფლობელოები | იტალიასა და საფრანგეთში |
სასახლეები |
მანტუას საჰერცოგო სასახლე ნევერის საჰერცოგო სასახლე |
დახურვა