![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/95/Golovnina_%2528vulkan%2529_ISS_cut.jpg/640px-Golovnina_%2528vulkan%2529_ISS_cut.jpg&w=640&q=50)
გოლოვნინის ვულკანი
From Wikipedia, the free encyclopedia
გოლოვნინის ვულკანი (რუს. Вулкан Головнина) — მოქმედი ვულკანი რუსეთში, კუნძულ კუნაშირის სამხრეთ ნაწილში. კურილის კუნძულების ყველაზე სამხრეთით მდებარე ვულკანი. სიმაღლე 535 მ.[1] წარმოადგენს ბრტყელ ფარს, რომლის მწვერვალზეა დაახლოებით 5 კმ დიამეტრის მქონე კალდერა. შემოსაზღვრულია ძველი კალდერული ზვინულის ნარჩენებით. კალდერის ფსკერზეა ტბა გორიაჩეე, 4 მცირე განცალკევებული ექსტრუზიული გუმბათი და 2 აფეთქების კრატერი, რომელთაგან ერთ-ერთშია ტბა კიპიაშეე, რომლის ნაპირებზე და ფსკერზეა სოლფატარი. არის თერმული ველები. უკანასკნელად ამოიფრქვა 1848 წელს. სახელი ეწოდა რუსი ზღვაოსნის ვასილი გოლოვნინის პატივსაცემად.[2]
სწრაფი ფაქტები გოლოვნინის ვულკანი ...
გოლოვნინის ვულკანი | |
---|---|
![]() გოლოვნინის ვულკანი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან | |
კოორდინატები: 43°50′35″ ჩ. გ. 145°30′20″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 535 მ |
ტიპი | გუმბათი, კალდერა |
დახურვა