გოთური დამწერლობა
From Wikipedia, the free encyclopedia
გოთური დამწერლობა — ანბანი, რომლითაც დაწერილია გოთური ენის IV-VI საუკუნეების შემორჩენილი ძეგლები. ანბანის შექმნა მიეწერება ეპისკოპოს ულფილას (ვულფილას), რომელმაც IV საუკუნის შუა წლებში ბიბლია გოთურად თარგმნა. აქამდე გოთები იყენებდნენ რუნულ დამწერლობას, მაგრამ ულფილამ ჩათვალა, რომ რუნები ასოცირდებოდა წარმართობასთან და არ გამოდგებოდა წმინდა ტექსტის სათარგმნად. ახალი გოთური ანბანი შეიქმნა ბერძნულის საფუძველზე ლათინურის დახმარებით. ასოების სახელწოდება რუნათა სახელწოდებებიდან მოდის.
სწრაფი ფაქტები გოთური ანბანი ...
გოთური ანბანი | ||
---|---|---|
ტიპი: | ანბანი | |
ენები: | გოთური | |
დროის პერიოდი: | ახ. წ. 300—500 წწ | |
წარმოებული დამწერლობები: | ბერძნული ანბანი, ლათინური, რუნული დამწერლობის გავლენა | |
ISO 15924 კოდი: | Goth | |
დახურვა