ბერძნული დამწერლობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბერძნული დამწერლობა — ანბანური დამწერლობა, რომელსაც იყენებს ბერძნული ენა. პირველი წარწერები გვხვდება ქრისტეს შობამდე მე-9 საუკუნეში. იგი წარმოიშვა ძველი ფინიკიური დამწერლობისაგან. ფინიკიურიდან ბერძნულში გადმოსვლისას ყველა ასომ სახე შეიცვალა, ბერძნებმა ანბანში პირველებმა შემოიტანეს ხმოვნები. ბერძნულ ანბანში 24 ასოა, მათგან შვიდი ხმოვანია. ისევე როგორც ლათინურსა და კირილიცაში, ბერძნულშიც არის დიდი და პატარა ასოები.
სწრაფი ფაქტები ბერძნული დამწერლობა ...
ბერძნული დამწერლობა | ||
---|---|---|
ტიპი: | ანბანი | |
ენები: | ბერძნული ენა | |
დროის პერიოდი: | ძვ. წ. 800 - დღემდე | |
წინამორბედი დამწერლობები: | ქანაანური დამწერლობა ფინიკიური დამწერლობა ბერძნული დამწერლობა | |
წარმოებული დამწერლობები: | გოტიკური, გლაგოლიცა, კირილიცა, ძველი იტალიკური დამწერლობა, ლათინური დამწერლობა, კოპტური დამწერლობა, სომხური დამწერლობა (სადავოა) | |
ISO 15924 კოდი: | Grek | |
დახურვა