From Wikipedia, the free encyclopedia
გლარნის ალპები (გერმ. Glarner Alpen) — მთების ჯგუფი დასავლეთ ალპებში, ცენტრალურ შვეიცარიაში (ურის, გრაუბიუნდენის, გლარუსის, სანქტ-გალენის, შვიცისა და ცუგის კანტონები). გადაჭიმულია ობერალპის უღელტეხილიდან კლაუზენის უღელტეხილამდე. აღმოსავლეთით წყდება მდინარე რაინის ხეობასთან, ჩრდილოეთით ვალენშტადტის ტბასთან და კლაუზენის გადასასვლელთან. უმაღლესი მწვერვალია ტედი (3614 მ). მწვერვალების უმეტესობა დაფარულია მყინვარებით.
გლარნის ალპები | |
---|---|
მწვერვალი ტედი (3623 მ) | |
კოორდინატები: 46°55′ ჩ. გ. 8°54′ ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
უმაღლესი წერტილი | ტედი |
სიმაღლე | 3614 მ |
დასავლეთით ესაზღვრება ურნერის ალპები, სამხრეთით ლეპონტინის ალპები, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით აპენცელის ალპები. გლარნის ალპების აღმოსავლეთ ნაწილში გამოხატულია შეცოცებები, რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში (გლარნის შეცოცება).
მწვერვალ ტედის სამხრეთით ძირითადად გაბატონებულია გნაისები და გრანიტები, რომელთა შორისაა დიდი ზომის მინდვრის შპატის კრისტალები. ჩრდილოეთ კალთებზე გაბატონებულია საძოვრები, არის აგრეთვე პოპულარული კურორტები და ზამთრის სპორტული სივრცეები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.