From Wikipedia, the free encyclopedia
გიტანას ნაუსედა (ლიეტ. Gitanas Nausėda; დ. 19 მაისი, 1964, კლაიპედა, ლიტვის სსრ, სსრკ) — ლიეტუველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ბანკირი და უნივერსიტეტის მასწავლებელი. ლიეტუვის პრეზიდენტი 2019 წლის 12 ივლისიდან.
გიტანას ნაუსედა | |
ლიეტუვის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 12 ივლისი, 2019 |
წინამორბედი | დალია გრიბაუსკაიტე |
დაბადებული | 19 მაისი, 1964 კლაიპედა, ლიტვის სსრ |
ეროვნება | ლიეტუველი |
დაიბადა 1964 წლის 19 მაისს კლაიპედაში. 1970-1981 წლებში სწავლობდა კლაიპედის მეხუთე საშუალო სკოლაში. 1981 წელს ვერ შეძლო ვილნიუსის უნივერსიტეტში შესვლა და სწავლობდა სანტექნიკოსად კლაიპედის აფთიაქში. 1982-1987 წლებში სწავლობდა ვილნიუსის ინივერსიტეტის მრეწველობის ეკონომიკის ფაკულტეტზე.
1987-1989 წლებში ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტია. 1987-2004 წლებში ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის პედაგოგი. 1990-1992 წლებში პრაქტიკას გადის გერმანიის მანჰეიმის უნივერსიტეტში. 1996-2000 წლებში ლიეტუვის ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორია. 1998 წელს სტაჟირებაზეა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკში.
2004-2009 წლებში პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის მრჩეველია.
დაოჯახებულია, ჰყავს ორი ქალიშვილი[1]. მშობლიური ენის გარდა ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს[2].
2004 წელს მხარ დაუჭირა ვალდას ადამკუსის საარჩევნო კამპანიას.
2018 წლის 17 სექტემბერს წამოაყენა თავისი კანდიდატურა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. პირველ ტურში მიიღო ხმების 30,95 % და დაიკავა მეორე ადგილი, ხოლო მეორე ტურში გაიმარჯვა და ქვეყნის მეთაურის პოსტი 2019 წლის 12 ივლისს დაიკავა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.