Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
დალია გრიბაუსკაიტე (ლიეტ. Dalia Grybauskaitė; დ. 1 მარტი, 1956, ვილნიუსი, ლიტვის სსრ) — ლიეტუველი პოლიტიკოსი, ლიეტუვის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ლიეტუვის პირველი ქალი პრეზიდენტი 2009-2019 წლებში.
დალია გრიბაუსკაიტე | |
ლიეტუვის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 ივლისი, 2009 – 12 ივლისი, 2019 | |
წინამორბედი | ვალდას ადამკუსი |
მემკვიდრე | გიტანას ნაუსედა |
ლიეტუვის ფინანსთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 ივლისი 2001 – 1 მაისი 2004 | |
პრემიერ-მინისტრი | ალგირდას ბრაზაუსკასი |
წინამორბედი | იოანას ლიონგინასი |
მემკვიდრე | ალგირდას ბუტკიავიჩიუსი |
დაბადებული | 1 მარტი, 1956 ვილნიუსი ლიტვის სსრ |
ეროვნება | ლიეტუველი |
ხელმოწერა |
აკადემიური ხარისხი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.
1983 წელს სანქტ-პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ, 27 წლის დალიამ მუშაობა დაიწყო ვილნიუსის უმაღლეს პარტიულ სკოლაში, სადაც 1990 წლამდე კითხულობდა პოლიტეკონომიას. 1988 წელს დაიცვა დისერტაცია და გახდა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1990–1991 წწ. მუშაობდა ეკონომიკის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად. 1991–2001 წწ. მუშაობდა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე. 2001–2004 წწ. ლიეტუვის ფინანსთა მინისტრია.
2009 წლის 26 თებერვალს ოფიციალურად დაასახელეს ლიეტუვის პრეზიდენტობის კანდიდატად, ხოლო 17 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 68.18% და გახდა ლიეტუვის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი.
2014 წლის 11 მაისს, ლიეტუვის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. არჩევნებში მონაწილე 7 კანდიდატს შორის დალია გრიბაუსკაიტემ 45,92%-ით ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო. მეორე ტური იმავე წლის 25 მაისს შედგა, სადაც ხმების 57,90%-ით დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.[1]
დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვის პრეზიდენტის პოსტს 2019 წლის 12 ივლისამდე იკავებდა.
დალია გრიბაუსკაიტე გათხოვილი არ ყოფილა. ლაპარაკობს ლიეტუვურად, ინგლისურად, რუსულად, ფრანგულად და პოლონურად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.