გიორგი შარვაშიძე
ქართველი და აფხაზი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. / From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი შარვაშიძე (ჩაჩბა), ზოგ შემთხვევაში იხმარება რუსულიდან მომდინარე ფორმა – შერვაშიძე (დ. 17 სექტემბერი ან 25 სექტემბერი, 1846 — გ. 19 თებერვალი, 1918) — თავადი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, უბრწყინვალესი თავადის მიხეილ შარვაშიძის (ხამუთ-ბეი) და თავადის ასულ ალექსანდრა (ცუცუ, კესარია) დადიანის ვაჟი, აფხაზი და ქართველი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა თანამოაზრე.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „გიორგი შარვაშიძე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. გიორგი შარვაშიძე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე. |
გიორგი შარვაშიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
17 ან 25 სექტემბერი, 1846 სოხუმი |
გარდაცვალების თარიღი |
19 თებერვალი, 1918 სოხუმი |
დაკრძალულია | ლიხნი ან მოქვი |
ეროვნება | აფხაზი |
პროფესია | აფხაზი და ქართველი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე |
მეუღლე(ები) | ელენე (ელო) ანდრიევსკაია |
მშობლები |
მამა: მიხეილ (ხამუთ-ბეი) შარვაშიძე დედა: ალექსანდრა (ცუცუ, კესარია) დადიანი |
გიორგი შარვაშიძე ბწყინვალედ იცნობდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, აფხაზეთის ისტორიასა და ფოლკლორს. წერდა სამ – აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე. მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ქართული, რუსული და ევროპული აზროვნების წიაღში.
იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგეი მესხის და სხვათა თანამოაზრე. მათთან ერთად იბრძოდა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, საერთოეროვნული ფასეულობების, ენისა და კულტურის განვითარებისთვის, ქართველი და აფხაზი ხალხების ისტორიის ფალსიფიკაციის გამოვლენისათვის, ორი მოძმე ერის ეროვნული ფესვებისა და მათი ურთიერთობების შენარჩუნებისთვის.[1]