გივი სვანიძე
ქართველი ჰიდროლოგი და ჰიდროენერგეტიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
გივი გედეონის ძე სვანიძე (დ. 20 სექტემბერი, 1921 სოფელი ცხუკუშერი, ახლანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი — გ. 10 აგვისტო, 1999, თბილისი, საქართველო) — ქართველი ჰიდროლოგი და ჰიდროენერგეტიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1981), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1966). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1984). სტოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
სწრაფი ფაქტები გივი სვანიძე, დაბ. თარიღი ...
გივი სვანიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 20 სექტემბერი, 1921(1921-09-20) |
დაბ. ადგილი | ცხუკუშერი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 10 აგვისტო, 1999(1999-08-10) (77 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ჰიდროლოგი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, პეტრე მელიქიშვილის პრემია და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე |
დახურვა