![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c0/Causeway-code_poet-4.jpg/640px-Causeway-code_poet-4.jpg&w=640&q=50)
გიგანტების გზა
From Wikipedia, the free encyclopedia
გიგანტების გზა (ირლ. Clochán an Aifir)[1] — ტერიტორია, რომელიც მოიცავს უძველესი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოშობილ დაახლოებით 40 000 ბაზალტის სვეტს. მდებარეობს ჩრდილოეთ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ბუშმილსიდან 4,8 კმ-ის მოშორებით. 1986 წელს ტერიტორია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა, 1987 წელს კი ეროვნულ ბუნებრივ ნაკრძალად გამოცხადდა. სვეტების წვერები ნაფეხურებს წააგავს, რომლებიც ფრიალო კლდეების კალთებიდან ზღვაში უჩინარდებიან. სვეტების უმრავლესობა ექვსკუთხაა, თუმცა ზოგიერთს ოთხი, ხუთი, შვიდი და რვა კუთხეც გააჩნია. უმაღლესი სვეტები 12 მეტრია, ხოლო კლდეების გაქვავებული ლავის სისქე 28 მ.
გიგანტების გზა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, viii |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 55°14′27″ ჩ. გ. 6°30′42″ დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1986 (მე-10 სესია) |
ნომერი | 369 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ვულკანური სვეტები დაახლოებით 50-60 მლნ წლის წინ, პალეოგენის პერიოდში წარმოიქმნა.[2]
დღეისათვის, გიგანტების გზა ჩრდილოეთ ირლანდიის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.