გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
ერთ-ერთი ყველაზე მეტად ცნობილი სახელმწოფო უნივერსიტეტი პოლონეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (პოლ. Politechnika Gdańska) — სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლონეთში, ერთ-ერთი ყველაზე უძველესი უნივერსიტეტი 100 წლის მქონე ტრადიციით. კურსდამთავრებულთა დიპლომები აღიარებულია ყველა ევროკავშირის ქვეყანაში, სწავლების ენებია: პოლონური და ინგლისური, სასწავლო წელი გრძელდება ოქტომბრიდან ივნისამდე. გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტში არის: 9 ფაკულტეტი, 26 000 სტუდენტი, 1283 თანამშრომელი, 12 საგანმანათლებლო პროგრამა ინგლისურ ენაზე, ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო 3 პროგრამა, 500-ზე მეტი ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ.
გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი | |
---|---|
Politechnika Gdańska | |
დაფუძნდა | 6 ოქტომბერი, 1945 (1904) |
ტიპი | სახელმწოფო |
რექტორი | ჰენრიკ კრავჩიკი |
სტუდენტი | 25 000 |
მისამართი | ნარუთოვიჩის ქუჩა 11/12, გდანსკი, პოლონეთში |
ქალაქი | გდანსკი |
ქვეყანა | პოლონეთი |
ტელეფონი | კანცელარია - +48 58 347 2042; +48 58 347 2828 |
კავშირები | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] , Research Data Alliance[2] , Coalition for Advancing Research Assessment[3] და European Open Science Cloud Association[4] |
საიტი |
გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი წარმოადგენს XIX საუკუნის ტრადიციების და თანამედროვე შენობების არქიტექტურის ულამაზეს შეთავსებას. გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ავითარებს საერთაშორისო თანამშრომლობას. აგრეთვე, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებით სტუდენტების გაცვლის და სხვა უნივერსიტეტ — პარტნიორებთან გამოცდილების საშუალებით მიისწრაფის უნივერსიტეტის გარემოს ინტერნაციონალიზაციისკენ. გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი არა მხოლოდ უნივერსიტეტის და ქვეყნის დონეზე ახდენს საკუთარი პროექტების რეალიზებას, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც, რომელთა უმეტესი ნაწილი ფინანსდება ევროკავშირის ფონდის საერთაშორისო პროგრამების წყალობით.