გაულთერიასმაგვარი ეპიგეა
From Wikipedia, the free encyclopedia
გაულთერიასმაგვარი ეპიგეა (ლათ. Epigaea gaultherioides) — მარადმწვანე ბუჩქი, რომლის ღერო გართხმულია. ფოთლები ტყავის მსგავსია, ელიფსურ-ლანცეტა ფორმის, კიდემთლიანი და ჯაგრისებურწამწამიანი, 7-10 სმ სიგრძისა და 3,5-5,5 სმ სიგანის. ყვავილედი კენწრული 2-5-ყვავილიანი ფარჩხატი მტევანია. ჯამის ფოთლები მოგრძო-ლანცეტა ფორმისაა. გვირგვინი ძაბრისებურია, 5-ნაკვთიანი. იზრდება 1000-2500 მ სიმაღლეზე – წიფლნარში, უნგერნისა და პონტური შქერის, მედვედევის არყის რაყებში. საქართველოში გავრცელებულია აჭარაში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მცირე აზიას.
სწრაფი ფაქტები გაულთერიასმაგვარი ეპიგეა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
გაულთერიასმაგვარი ეპიგეა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Epigaea gaultherioides (Boiss. &Balansa) Takht. | |||||||||||||
|
დახურვა