From Wikipedia, the free encyclopedia
გარდაბანი (ყოფ. ყარაია) — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს გარდაბნის ვაკეზე. ზღვის დონიდან 310 მ, თბილისიდან 39 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1969 წელს. ჰავა მშრალი სუბტროპიკულია. გარდაბანში არის რკინიგზის სადგური, გარდაბნის თბოელექტროსადგური, celik energy, პლანტას სასათბურე მეურნეობა, სხვა მცირე საწარმოები.
ქალაქი | |
---|---|
გარდაბანი | |
მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა ზვიად ავალიანის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°27′00″ ჩ. გ. 45°06′00″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ყარაია |
ამჟამინდელი სტატუსი | 1969 |
ცენტრის სიმაღლე | 310 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 10 753[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
აზერბაიჯანელები 63 % ქართველები 30 % ასურელები 2,5 % სომხები 1,9 % რუსები 1,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 372[2] |
საფოსტო ინდექსი | 1300[3] |
ოფიციალური საიტი | https://gardabani.gov.ge/ |
კავკასიის მხარის ხუთვერსიან რუკაზე სოფელ მიხაილოვკის (დღეს უკვე ქალაქ გარდაბნის სამხრეთი ნაწილი) ჩრდილოეთით დატანილია სოფელი ყარა-ტაპა (Кара-тапа — „შავი გორაკი“). საბჭოთა პერიოდში ის ატარებდა სოფელ ყარაიას სახელს, რომელიც წარმოადგენდა ყარაიის რაიონის (შემდგომში გარდაბნის რაიონი) ადმინისტრაციულ ცენტრს. 1947 წლის 18 მარტს სოფელს დაარქვეს სახელი გარდაბანი[4]. სოფელმა გარდაბანმა სტატუსი ჯერ დაბად შეიცვალა, ხოლო 1969 წლის ივლისში გამოცხადდა ქალაქად[5].
2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 10 753 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.