From Wikipedia, the free encyclopedia
გამბიეს კუნძულები (ფრანგ. Îles Gambier) — მომცრო კუნძულების ჯგუფი საფრანგეთის პოლინეზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ტუამოტუს კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ხშირად გამბიეს კუნძულები განიხილება, როგორც ტუამოტუდან გამოყოფილი კუნძულების ჯგუფი, მარკიზის კუნძულებთან კულტურული და ლინგვისტიკური სიახლოვის გამო, ასევე გეოლოგიური აგებულებით (ამ ჯგუფის კუნძულებს აქვთ ვულკანური წარმოშობა, მაშინ როდესაც ტუამოტუ — ატოლების ჯგუფია). ატოლ ტემოეს მისი სიახლოვის გამო ხშირად მიაკუთვნებენ გამბიეს კუნძულებს.
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Gambier | |
---|---|
გამბიეს კუნძულების განლაგება | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 23°09′ ს. გ. 134°58′ დ. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 14 |
მთავარი კუნძული | მანგარევა |
ფართობი | 31 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
441 მ დაფის მთა |
საფრანგეთი | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 1337 (2007) |
სიმჭიდროვე | 43,129 ად. /კმ² |
გამბიეს არქიპელაგის შემადგენლობაში შედის ოთხი დიდი კუნძული და 10 მოტუ, რომლებიც გაერთიანებულია საერთო ლაგუნით:
№ | კუნძული ან რიფი | ხმელეთის ფართობი, კმ² | ლაგუნის ფართობი, კმ² | მოსახლეობა, ად. (2002) | სიმჭიდროვე, ად./კმ² | კოორდინატები | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
აქტეონის კუნძულები | ||||||||||||||||||||||||
1 | ვაჰანგა | 3,8 | 12,6 | — | — | 21°19′ ს. გ. 136°39′ დ. გ. | ||||||||||||||||||
2 | მატურეივავაო | 2,5 | 18 | — | — | 21°29′ ს. გ. 136°24′ დ. გ. | ||||||||||||||||||
3 | ტენარარო | 2 | 1,6 | — | — | 21°18′ ს. გ. 136°45′ დ. გ. | ||||||||||||||||||
4 | ტენარუნგა | 2,2 | 5 | — | — | 21°21′ ს. გ. 136°32′ დ. გ. | ||||||||||||||||||
გამბიეს კუნძულები | ||||||||||||||||||||||||
5 | აკამარუ | 2,1 | — | 11 | 5,24 | 23°10′52″ ს. გ. 134°54′56″ დ. გ. | ||||||||||||||||||
6 | აგაკაუიტაი | 0,7 | — | — | — | 23°09′55″ ს. გ. 135°02′06″ დ. გ. | ||||||||||||||||||
7 | აუკენა | 1,35 | — | 31 | 22,96 | 23°06′42″ ს. გ. 134°54′01″ დ. გ. | ||||||||||||||||||
8 | კამაკა | 0,5 | — | 4 | 8,00 | 23°14′36″ ს. გ. 134°57′28″ დ. გ. | ||||||||||||||||||
9 | მაკაროა | 0,2 | — | — | — | 23°13′11″ ს. გ. 134°58′14″ დ. გ. | ||||||||||||||||||
10 | მანგარევა | 15,4 | — | 872 | 56,62 | 23°06′ ს. გ. 134°57′ დ. გ. | ||||||||||||||||||
11 | მანუი | 0,1 | — | — | — | 23°13′55″ ს. გ. 134°56′44″ დ. გ. | ||||||||||||||||||
12 | ტარავაი | 5,7 | — | 3 | 0,53 | 23°08′ ს. გ. 135°01′ დ. გ. | ||||||||||||||||||
13 | ტემოე | 2,1 | 12 | — | — | 23°20′ ს. გ. 134°29′ დ. გ. | ||||||||||||||||||
14 | ტოტეგეგიე | 0,1 | — | — | — | 23°05′ ს. გ. 134°53′ დ. გ. | ||||||||||||||||||
სულ | 38,75 | 49,2 | 921 | 23,77 | 23°00′ ს. გ. 136°00′ დ. გ. |
არქიპელაგ გამბიეს კუნძულთა უმრავლესობას აქვს ვულკანური წარმოშობა და ისტორიამდელ დროს ჩაძირული ვულკანის კრატერის ნაწილია. მომცრო კუნძულების ჯგუფს აქვთ მარჯნული წარმოშობა. გამბიეს კუნძულების უმაღლესი წერტილია — დაფის მთა (Mt. Duff) კუნძულ მანგარევაზე (441 მ).
კლიმატი გამბიეს კუნძულებზე ტროპიკულია. წელიწადში ყველაზე ცივი თვეებია — ივლისი და აგვისტო (15 °C).
სავარაუდოდ, პირველი პოლინეზიელები კუნძულ ფამბიეზე მოვიდნენ მარკიზის კუნძულებიდან ჩვენი წელთაღრიცხვის დაახლოებით 1200 წელს. პირველი ევროპელი, რომელმაც აღმოაჩინა არქიპელაგი იყო ბრიტანელი კაპიტანი ჯონ უილსონი ლონდონის მისიონერთა საზოგადოებიდან. ის ცურავდა კუნძულის ახლოს 1797 წელს გემით «დაფი». არქიპელაგს სახელი მან დაარქვა ბრიტანეთის საადმირალოს ლორდის ჯეიმზ გამბიეს პატივსაცემად, რომელიც იყო ექსპედიციის ფორმალური პატრონი. 1834 წლიდან 1871 წლამდე კუნძულებზე გადასხდნენ კათოლიკე მისიონერები. XX საუკუნის დასაწყისში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამბიეს კუნძულების ინფრასტრუქტურაში: აშენდა გზები, ქვის სახლები, ეკლესიები. საფრანგეთის პროტექტორატი კუნძულებზე გავრცელდა 1871 წელს.
გამბიეს კომუნაში შედის: 4 აქტეონის კუნძული, 10 გამბიეს კუნძული და 3 ტუამოტუს კუნძული. ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი რიკიტეა.
№ | კუნძული ან რიფი | ხმელეთის ფართობი, კმ² | ლაგუნის ფართობი, კმ² | მოსახლეობა, ად. (2002) | ადმინისტრაციული ცენტრი | |||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
აქტეონის კუნძულები | ||||||||||||||||||||||||
1 | ვაჰანგა | 3,8 | 12,6 | — | — | |||||||||||||||||||
2 | მატურეივავაო | 2,5 | 18 | — | — | |||||||||||||||||||
3 | ტენარარო | 2 | 1,6 | — | — | |||||||||||||||||||
4 | ტენარუნგა | 2,2 | 5 | — | — | |||||||||||||||||||
გამბიეს კუნძულები | ||||||||||||||||||||||||
5 | აკამარუ | 2,1 | — | 11 | ტოკანი | |||||||||||||||||||
6 | აგაკაუიტაი | 0,7 | — | — | — | |||||||||||||||||||
7 | აუკენა | 1,35 | — | 31 | პურირაუ | |||||||||||||||||||
8 | კამაკა | 0,5 | — | 4 | — | |||||||||||||||||||
9 | მაკაროა | 0,2 | — | — | — | |||||||||||||||||||
10 | მანგარევა | 15,4 | — | 872 | რიკიტეა | |||||||||||||||||||
11 | მანუი | 0,1 | — | — | — | |||||||||||||||||||
12 | ტარავაი | 5,7 | — | 3 | აგონოკო | |||||||||||||||||||
13 | ტემოე | 2,1 | 12 | — | — | |||||||||||||||||||
14 | ტოტეგეგიე | 0,1 | — | — | — | |||||||||||||||||||
ტუამოტუს კუნძულები | ||||||||||||||||||||||||
15 | მორანე | 2 | 11 | — | — | |||||||||||||||||||
16 | მარუტეა სამხრეთი | 14 | 112 | 178 | — | |||||||||||||||||||
17 | მარია | 3 | 7 | — | — | |||||||||||||||||||
გამბიეს კომუნა | 57,75 | 179,2 | 1099 | რიკიტეა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.