ბჰაგალპური
From Wikipedia, the free encyclopedia
ბჰაგალპური (ინგლ. Bhagalpur; ისტორიულად ცნობილი როგორც ჩამპა-ნაგრი) ― ქალაქი ინდოეთის შტატ ბიჰარში. მდებარეობს მდინარე განგის სამხრეთ ნაპირზე. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მესამე ადგილზეა ბიჰარის ქალაქებს შორის. ამავე სახელწოდების მქონე რაიონისა და დანაყოფის ადმინისტრაციული ცენტრი. ბჰაგალპური ცნობილია აბრეშუმით. ერთ-ერთია გონიერი ქალაქების მისიის ფარგლებში შერჩეულ ქალაქებს შორის. იგი ბიჰარის ერთადერთი რაიონია დედაქალაქ პატნის გარდა, სადაც სამი მთავარი საგანმანათლებლო ინსტიტუტი მდებარეობს: საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდური ინსტიტუტი, ტილკა მაჯჰის ბჰაგალპურის უნივერსიტეტი და ბიჰარის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი. ქალაქს ბიჰარის რკინიგზის სადგური ემსახურება. ქალაქის ირგვლივ მდინარეში სამხრეთ-აზიური მდინარის დელფინი (ინდოეთის წყლის ეროვნული ცხოველი) ბინადრობს. ქალაქის მახლობლად ვიკრამშილის სამხრეთ-აზიური მდინარის დელფინის თავშესაფარი მდებარეობს.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ბჰაგალპური | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 25°15′00″ ჩ. გ. 87°01′00″ ა. გ. |
ფართობი | 342 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 52±1 მეტრი |
მოსახლეობა | 410 210 |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |